გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფიუ საქართველოს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ, 15-18 იანვარს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, – ინფორმაციას შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებს. განისაზღვრება თანამშრომლობის სფეროები.
რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა