„გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოშლილია“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ – „ოცნების“ გზავნილები 2025 წლის „ამბასადორიალზე“

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადეს, რომ „გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოშლილია“ და „უნიპოლარული მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს“.
მათ თანახმადვე, „აღარ არსებობს გეოპოლიტიკური კეთილისა და ბოროტის მარტივი დაპირისპირება“, – ამით ამართლებენ ლიდერები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პოზიციონირებას.
„ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში … შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება