გლობალისტები მარცხდებიან, ეს პროცესი გაგრძელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში – ვიქტორ ორბანი

გლობალისტები მარცხდებიან, ეს პროცესი გაგრძელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში –
უნგრეთში გვაქვს ასეთი გამოთქმა – მხდალ ერს ფასი არ აქვსო და საქართველო, ამის ფონზე, არის დიდი პატივისცემის ღირსი ქვეყანა ჩვენი მხრიდან, – ამის შემდეგ ვიქტორ ორბანმა ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს კრიტიკას შეეხებოდა.
ვიქტორ ორბანის თქმით, „სოროსის ფონდი“ ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული, თუმცა მისივე განცხადებით, გლობალისტები მარცხდებიან, ეს პროცესი გაგრძელდება და საქართველოსთვის ყველა კარი გაიხსნება, მათ შორის – ევროკავშირის კარი.
„საქართველოს მივიჩნევთ შესანიშნავ ქვეყანად, უნგრელებისთვის ძალიან ბევრი გრძნობა, ბევრი ცნება არსებობს და ყველაზე ძვირფასი – მამაცობაა. უნგრეთში გვაქვს ასეთი გამოთქმა – მხდალ ერს ფასი არ აქვსო და საქართველო, ამის ფონზე, არის დიდი პატივისცემის ღირსი ქვეყანა ჩვენი მხრიდან. მე, საპარლამენტო ს შემდეგ, რამდენიმე დღეში ჩამოვედი საქართველოში, უნგრეთი იყო ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და წარმოიდგინეთ, რამხელა ენერგია შემოვიტანე საქართველოში. მე გამიკვირდა ის განწყობა, რაც ვნახე. უნგრეთში სასწაული ხდება წნეხისა და ძალების გადანაწილების კუთხით. „სოროსის ფონდი“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს, არადა საქართველოს ხელისუფლება ხალხის მიერაა არჩეული. იგივე ხდება უნგრეთშიც, ოღონდ სხვა მასშტაბით. მიმაჩნია, რომ მორალური ვალდებულება აქვს ქვეყანას, რომელსაც უპირისპირდებიან გლობალისტები, და ჩვენც იმავე რეჟიმში ვართ, რომ დადგეს მტკიცედ მათ წინააღმდეგ.
ჩემი მოსაზრება ასეთია – გლობალისტები კარგავენ ბრძოლას, მარცხდებიან და მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო მეტ მარცხს განიცდიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ვინაიდან როცა კარზე კაკუნი გვესმის, ეს კაკუნი უნდა იყოს მეგობრული. როდესაც 2-წელიწადში შევხვდებით ერთმანეთს, კიდევ უფრო სხვა სიტუაცია იქნება. გლობალისტები არიან სხვა პროგრამის მხარდამჭერები, 2-წელიწადში ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში, საქართველოს მომავალიც ძალიან ნათელი იქნება და ყველა კარი გაიხსნება, მათ შორის, ევროკავშირის კარი,“- განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია