გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს – თბილისის მერია

გლდანის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას განაგრძობს – რაიონს კიდევ ერთი ახალი მოსასვენებელი სივრცე შეემატება.
როგორც თბილისის მერმა მ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი სამუშაოები ანგია ზოჭორიშვილის ქუჩაზე, N3 კორპუსთან მიმდინარეობს.
„ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს