გლდანის მეხუთე მიკრორაიონში სკვერი რეაბილიტირდა – თბილისის მერია

გლდანის რაიონის გამგეობამ მეხუთე მიკრორაიონის N10 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოები 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები – დაიგო ბალახი და ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 491 000 ლარი დაიხარჯა.
დასრულებული სკვერი გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ კალაძემ დაათვალიერა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.