გლდანის, ვარკეთილის, ვაკისა და საბურთალოს მიმართულებებით ავტობუსებს ამატებენ

თბილისში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა იზრდება. თბილისის მერია გეგმავს იმ ხაზებიდან გამოთავისუფლებული ტრანსპორტი, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები დაინიშნა, სხვა მიმართულებებზე გადაანაწილოს.
23 მარტიდან:
· N293 ხაზზე (მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ დიდი დიღმის I და II მკ/რ-მდე) მოძრავ 8-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანები შეცვლის (ინტერვალი 10 წუთი);
· N387 ხაზზეც (წრიული: საბურთალო, ვაკე, ვერა) 8-მეტრიანის ნაცვლად 12-მეტრიანი ავტობუსი ინიშნება (ინტერვალი 11 წთ);
· N393 ხაზზე („მეტრომშენი“ – ორბელიანის მოედანი) – 10-მეტრიანი ავტობუსები 8-მეტრიანით შეიცვლება, ინტერვალი კი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე.
გარდა ამისა, ავტობუსების დამატების შემდეგ ინტერვალი შემცირდება შემდეგ ხაზებზე:
· N305 („აფრიკა“ – ორბელიანის მოედანი) – 8 წუთი;
· N319 (მეტროსადგური „ვარკეთილი“, ვაზისუბანი, მახათას მთა, ივერთუბანი, მეტროსადგური „სადგურის მოედანი“) – 7 წუთი;
· N321 (დიდი დიღომი – მეტროსადგური „სარაჯიშვილი“) -10 წუთი;
· N336 („ლოტკინი“ – „გადასასვლელი ხიდი“) – 9 წუთი.
მერიაში განმარტავენ, რომ ავტობუსების გადანაწილების პროცესი ოთხი კვირა გაგრძელდება. 13 აპრილამდე 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება შემდეგ მარშრუტებს: N304, 307, 309, 310, 311, 313, 315, 320, 323, 326, 339, 351, 370, 372, 381, 385 და 388.