გიტანას ნაუსედა – საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას

საქართველო ეკუთვნის ევროპას, ქართველმა ხალხმა ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, წაართვას,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„მკაცრად ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროევროპელ დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებს. საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. საქართველო ეკუთვნის ევროპას. ქართველმა ხალხმა ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, წაართვას“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება