“გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პრეზიდენტის შეთავაზებას – „ქართულ ქარტიას“ ხელს აწერენ

“გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პრეზიდენტ ს შეთავაზებას – „ქართულ ქარტიას“ ხელს აწერენ.
განცხადებას პარტიები ავრცელებენ.
“პარტიები “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “დროა” მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელი რეფორმების ერთიან ხედვაზე პარტიების შეთანხმებას და ხელს ვაწერთ “ქართულ ქარტიას“, – წერია პარტიების ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს