“გიჟები უნდა ვიყოთ, ამის რომ არ გვჯეროდეს” – ანტონიო კონტეს სკუდეტოს მოგებაზე ჰკითხეს

“ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს, ჟურნალისტებმა სკუდეტოს შესაძლო მოგებაზე ჰკითხეს. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ამის შანსი რეალურია და წარმატების მიღწევის სჯერა.
“გიჟები უნდა ვიყოთ, ამის რომ არ გვჯეროდეს. 9 თამაში დარჩა, ლიდერს კი მხოლოდ 3 ქულით ჩამოვრჩებით, ამაზე ვინ არ იფიქრებდა? ჩვენ ცხრილის სათავეში ვართ და იმ პოზიციაზე ვართ, რომელსაც სეზონის დაწყების წინ ვერავინ წარმოიდგენდა. ამიტომ საკუთარი თავის 100%-ით უნდა ვირწმუნოთ.
“მილანთან” ურთულესი მატჩი გველოდება, ვხვდებით გუნდს, რომელიც იანვარში ძალიან გაძლიერდა, მაგრამ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ და მიუხედავად მეტოქისადმი დიდი პატივისცემისა,
“როსონერის” არ გვეშინია”, – განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, “ნაპოლისა” და “მილანის” მატჩი დღეს, 30 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში