გიორგობიანი გომელაურის მრჩევლად დაინიშნა

ღარიბაშვილის მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, რომელიც კობახიძის გაპრემიერების შემდეგ კანცელარიიდან წავიდა, შს მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ნინო გიორგობიანი ვახტანგ გომელაურს რჩევებს მედიის მიმართულებით მისცემს. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. გიორგობიანის -ში დაბრუნების შესახებ გამოცემას უწყებაში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ბრძანებას მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა და გიორგობიანი უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს ახალ თანამდებობაზე
ცნობისთვის, ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციაში გადასვლამდე, შსს-ში სტრატკომის ხელმძღვანელად მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს