გიორგი ჩუგოშვილი: “Visa და Mastercard-ის ამბავზე… რუსეთში მუშაობს МИР… ნამდვილად ვსემ პრივეტ!

“Visa და Mastercard-ის ამბავზე…
გთხოვთ, წაიკითხოთ!
რუსეთში სანქციების გამო არც VISA და არც Mastercard არ მუშაობს
არც American Express
არც Apple Pay
არც Google Pay
რუსეთში მუშაობს МИР (https://vamprivet.ru/)
МИР მუშაობს მხოლოდ რუსულ რუბლზე!
ნამდვილად ვსემ პრივეტ!
ს ცენტრალურმა ბანკმა და ხელისუფლებამ ადგილობრივ საბარათე სისტემაზე გადაწყობა დაიწყო 2014 წლის შემდეგ, როდესაც ს ანექსია მოახდინეს და სანქციები დაიწყო, თან ზუსტად იცოდნენ რას აპირებდნენ ში და ფინანსური სანქციები იყო გარდაუვალი. ამიტომ მოემზადნენ.
ის ფაქტი, რომ დღეს ეროვნული ბანკი და ზოგიერთი დეპუტატი საუბრობს, რომ VISA და Mastercard-ს ბევრი ფული გააქვს საქართველოდან, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, შეგამზადონ, რომ მოსალოდნელია ფინანსური საქნციები და ამის ეშინიათ.
რა არის ცუდი სცენარი:
1. ქვეყანას უწესდება ფინანსური სანქციები
2. გვეზღუდება წვდომა SWIFT-ზე
3. გვეზღუდება წვდომა VISA-ზე
4. გვეზღუდება წვდომა Mastercard-ზე
5. გვეზღუდება წვდომა American Express-ზე
6. გვეზღუდება წვდომა Apple Pay-ზე
7. გვეზღუდება წვდომა Google Pay-ზე
8. იქმნება ქართული ბარათები, რომელზეც ფულს გააკეთებს ვიღაც, გასაგებია ვინ ვიღაც.
9. შეიქმნება ეროვნული ბანკის შვილობილი კომპანია, რომელიც ადგილობრივ პროცესინგს (მხოლოდ ლარის გატარებებს) გააკეთებს, და ამ კომპანიის დირექტორი იქნება ვიღაც, გასაგებია ვინ ვიღაც.
10. ჩვენ ამ ბარათებით ვერ ვიყიდით Amazon-ზე.
11. ჩვენ ამ ბარათებით ვერ ვიყიდით Netflix-ზე.
12. ჩვენ ამ ბარათს ვერ მივაბამთ Spotify-ზე.
13. ჩვენ ამ ბარათით ვერ… ეს სია გრძელია…
ამის მერე ან მანამდე გაგვიუქმდება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში
და ბოლოს შეიძლება აღმოვჩნდეთ დანგრეული ეკონომიკით, ვსემ პრივეტ ბარათებით, და ვიზების რიგში.
ეს პოსტი იყოს აქ
იქნებ წინასწარმეტყველებაა,” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ჩუგოშვილი Freebusiness.ge-ს დამფუძნებელი.
ცნობისათვის, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ თქვა, რომ “ეროვნული ბანკი პროექტზე მუშაობს, რომელიც ლარის გადარიცხვებზე VISA-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს”

ვატო თურნავა კი დაინტერესდა, როგორ იმოქმედებს ღია ბანკინგი ბარათებთან დაკავშირებულ საკომისიოებზე: “ვუყურებდი ბოლო სტატისტიკას, დაახლოებით VISA-ს და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი. გამოიწვევს თუ არა ღია ბანკინგის ჩართვა, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა და პირიქით, ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება?” – თქვა მან, რაზეც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა