“თუ იმან არ შეგაწუხა, რომ 500 ადამიანი სასტიკად სცემეს, უმეტესობა დაკავების შემდეგ
არც იმან, რომ ათეულობით ადამიანს წლობით უშვებენ ციხეში უსამართლოდ
არც იმან, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკი ჩაუდეს, გამოკეტეს და ამის გამო ავადმყოფი დედა გარდაეცვალა
არც იმან, რომ 1992 წელს მხედრიონის მიერ მიტინგზე მოკლული მამუკა ტერაშვილის ძმას, ახლა ეს სასამართლოს სვამს ციხეში
არც იმან, რომ მზია ამაღლობელი 22 დღეა შიმშილობს, და არა მარტო ქალბატონი მზია
არც იმან, რომ მომწამლავი გაზით ათიათასობით ადამიანი მოგვწამლეს
არც იმან, რომ 24 საათი სატელევიზიო არხებიდან აბსოლუტურ ტყუილს ასხივებენ
არც იმან, რომ ანდრო ჭიჭინაძე ციხეშია და მთელი თეატრი გაფიცულია
არც იმან, რომ პარლამენტში ერთი პარტიაა, როგორც საბჭოთა კავშირში იყო
არც იმან, რომ პრეზიდენტად ფეხბურთელი ხმების 100%-თ აირჩიეს ხმოსნებმა
არც იმან, რომ პრეზიდენტის, ანუ ქვეყნის მთავარსარდლის, ინაუგურაციამ ჯარის გარეშე ჩაიარა
არც იმან, რომ პრეზიდენტმა სასწაულებრივად შეისწავლა 613 მსჯავრდებულის საქმე რამდენიმე დღეში, შეიწყალა ისე, რომ შეწყალების კომიტეტი ჯერ არ ქონდა დაკომპლექტებული
არც იმან, რომ ხელისუფლების ათობით წარმომადგენელი დასანქცირებულია
არც იმან, ხელისუფლების წარმომადგნლებს დიპლომატიური პასპორტით ევროპაში შესვლა აუკრძალეს
არც იმან, რომ პარლამენტის წევრები აბუ დაბიში მოქალაქეს ფიზიკურად ჯგუფურად გაუსწორდნენ
არც იმან, რომ სხვა პარლამენტის წევრებმა ყოფილი პრემიერ მინისტრი ჯგუფურად ცემეს
არც იმან, რომ მხოლოდ ზახაროვა, დუგინი, ლავროვი და პუტინი გვაქებს
არც იმან, რომ ამერიკასთან და ბრიტანეთთან სტრატეგიული ურთიერთობა და სამხედრო წვრთნები გაუქმდა
არც იმან, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერდა
არც იმან, რომ რუსული კანონი მიიღეს
არც იმან, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეას მოუწია რეზოლიცია მიეღო, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს და უკანონოდ დაპატიმრებული ხალხი გამოუშვან
არც იმან, რომ არც-ერთი მოძალადე პოლიციელი დასჯილი კი არა, დაკითხულიც არ არის
არც იმან, რომ კრიმინალები მომიტინგეებს და ჟურნალისტებს ურტყამენ, ხოლო პოლიცია ესკორტივით აცილებს
არც იმან, რომ ქვეყნის საგარეო ვალი იზრდება და იზრდება
არც იმან, რომ ასეულობით მილიონ დოლარის და ევროს დახმარებები შეაჩერეს
არც იმან, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები მინიმუმზეა
არც იმან, რომ უცხოური ინვესტიციები განახევრებულია
არც იმან, რომ ათასობით ადამიანი ემიგრაციაში მიდის, იმიტომ რომ აქ იმედს ვერ ხედავს
არც იმან, რომ ოფშორების კანონი მიიღეს, იმისთვის რომ გადასახადების გარეშე შემოიტანონ მილიარდები
არც იმან, რომ მოსამართლეებს იურიდიული განათლება არ აქვთ
არც იმან, რომ სასამართლო იმ ხალხის ხელშია, ვინც გირგვლიანის საქმის მოსამართლე იყო
არც იმან, რომ არჩევნებამდე ევროპას დაგპირდნენ და ზუსტად 1 თვეში გადაგაგდეს
არც იმან, რომ 20 იანვარიდან ტრამპის მოსვლის შემდეგ ყველაფრის მოგვარებას შეგპირდნენ და აქაც მოგატყუეს
არც იმან, რომ უკვე ბევრი ადამიანი გაუშვეს საჯარო სამსახურიდან, უბრალოდ იმიტომ რომ სხვა აზრი აქვს
არც იმან, რომ არჩევნებში უპრეცენდენტო ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინება, ქოლ-ცენტრები და კარუსელები გამოიყენეს
არც იმან, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო
არც იმან, რომ ეუთო ოდირის დასკვნამ არჩევნები მიწასთან გაასწორა
არც კიდევ ათასმა სხვა რამემ
არც არაფერი აღგაშფოთებს სანამ ერთ დღეს შენ კარზე არ იქნება სისტემის კაკუნის ხმა
მაგ დროს კი ძალიან გვიან იქნება!” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ჩუგოშვილი, პლატფორმა „Freebusiness.ge“-ს შემქმნელი.