გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციაზე – დღემდე ცდილობენ, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა გმირობად მოიხსენიონ – რუსულს უწოდებენ ამერიკულ კანონს, თუმცა ამ გაშიფრული თაღლითობის მიმდევრები სულ უფრო ცოტანი რჩებიან

შარშან, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საუკუნის აფიორა წამოიწყო და ამერიკულიდან ნათარგმნი, წაუკითხავი კანონი რუსულად შეასაღა და გააპროტესტებინა საზოგადოებას, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, 2023 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებს.
მისი განცხადებით, მარტის აქციებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ყველაფერი უფრო ცხადი ხდება და დეზინფორმაციის საშუალებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახერხეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
„მარტის აქციების შემდეგ 1 წელი გავიდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველაფერი კიდევ უფრო ცხადი ხდება. შარშან, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საუკუნის აფიორა წამოიწყო და ამერიკულიდან ნათარგმნი, წაუკითხავი კანონი რუსულად შეასაღა და გააპროტესტებინა საზოგადოებას. დეზინფორმაციითა და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის გზით, ახალგაზრდებს დაუმორჩილებლობისკენ და არეულობისკენ მოუწოდეს მ, ელენე ხოშტარიამ, ზურა გირჩი ჯაფარიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გარე აქტორების ნაწილმა. მალევე გაირკვა, რომ ე.წ. „რუსული” და რეალურად კი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიღებულია ან აპირებენ რომ მიიღონ: ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში, მის წევრ ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ისრაელში, ავსტრალიაში და ა.შ. ამის მიუხედავად, დღემდე ცდილობენ, ჩვენი გმირი პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა გმირობად მოიხსენიონ. დღემდე, რუსულს უწოდებენ ამერიკულ კანონს, თუმცა საუკუნის ამ გაშიფრული თაღლითობის მიმდევრები სულ უფრო ცოტანი რჩებიან, მათ შორის . რევოლუციის გეგმა ჩავარდა, ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ვემზადებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. ახალგაზრდებმა კი, უდიდესი გამოცდილება მიიღეს. დღეს კიდევ უფრო რთულია მათი მოტყუება და გამოყენება ცრუ და ანტიეროვნული მიზნების განხორციელებაში. ისინი ყოველთვის სიმართლის, ქართული, ეროვნული, თანამედროვე და ამავე დროს, საუკეთესო ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე იდგებიან!” – წერს ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, რომლის კომენტარსაც პარტია “ქართული ოცნება“ ავრცელებს.