გიორგი შარაშიძე – PACE-ს დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ პოლიტიკურ ვითარებაზე – ვუთხარით, რომ პარლამენტის და მუნიციპალური ს ბოიკოტი იყო შეცდომა, რამაც ოპოზიცია დააზიანა – მათგან შეფასებები არ მოგვისმენია

PACE-ს დელეგაციას ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ – მათაც ვუთხარით ჩვენი პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით, რომ ეს იყო შეცდომა, ასევე, ვუთხარით, რომ შეცდომა იყო მუნიციპალური ს ბოიკოტი, რამაც მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ოპოზიცია, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ PACE-ს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „4 ოქტომბრის პროვოკაციაზე”.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. თქვენ მეკითხებით შეფასებებზე – პირდაპირ გეტყვით, რომ შეფასებები არ მოგვისმენია. მათ ეს ახსნეს იმით, რომ ამ დელეგაციის ვიზიტის მიზანი შეფასებების გაკეთება არ არის, მათთვის მთავარი მიზანია ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზება. პოზიციებს, სავარაუდოდ, მოვისმენთ მას შემდეგ, რაც ისინი დაბრუნდებიან და გააკეთებენ მოხსენებას ევროპის საბჭოში. ჩვენ ვესაუბრეთ ყველა პროცესზე. რა თქმა უნდა, მათაც ვუთხარით ჩვენი პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით, რომ ეს იყო შეცდომა. ასევე, ვუთხარით, რომ შეცდომა იყო მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტი, რამაც მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე, რამაც სამწუხაროდ, ასევ დააზიანა ოპოზიცია. ავუხსენით ყველა ის გარემოება და ფაქტორი, თუ რატომ მივიღეთ პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება. ვუთხარით ისიც, რომ უვიზო რეჟიმი უნდა შეუნარჩუნდეს ქართველ ხალხს, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის მონაპოვარია და მიუხედავად იმ მძიმე დანაშაულებისა, რასაც ჩადის “ოცნების” რეჟიმი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა შეუნარჩუნდეს ქართველ ხალხს. ასევე, ვუთხარით ის, რომ ზოგადად, ევროპული იდეის გადარჩენისთვის საბრძოლველად ჩვენ მზად ვართ, რისთვისაც გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას,” – განაცხადა შარაშიძემ.