გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის () თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილება.
3 ნოემბერს, ვენაში გამართულ სემინარზე – „საარჩევნო კამპანიები და ციფრული გარემო“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ციფრულ გარემოში საარჩევნო კამპანიის წარმოების გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები და რეკომენდაციები განიხილეს, მათ ერთმანეთს აღნიშნული მიმართებით არსებული კარგი პრაქტიკაც გაუზიარეს. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებზე, არჩევნების შედეგების შეფასებასა და რეკომენდაციებზე.
ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და უცხოელ კოლეგებს ესაუბრა. საუბარი შეეხო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სრულ მზაობას, პროფესიულ ფორმატში არსებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების შესახებ.
აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ეუთოს წევრი ქვეყნების საარჩევნო ექსპერტებმა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს