გიორგი ყუშიტაშვილი პარიზის ოლიმპიადას გამოეთიშა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, კრივის ტურნირზე, დებიუტანტმა გიორგი ყუშიტაშვილმა (92კგ) პირველ ორთაბრძოლა ჩაატარა. ქართველი აზიის ჩემპიონთან, ტაჯიკ დავლატ ბოლტაევთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.
ყუშიტაშვილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. მასთან ერთად, პარიზში კიდევ ერთი მოკრივე, ლაშა გურული ასპარეზობს, რომელიც თავის შეხვედრას დღეს ჩაატარებს.