ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს:
სინამდვილეში არაფერი ახალი ამ “ჯარიმებში” არ არის. ისტორია მეორდება და ეს სცენარი უკვე გვინახავს:
-უკანონო დაპატიმრებების, ცემის, თვალთვალის და დისკრედიტაციის კამპანიასთან ერთად, ფართოდ გამოიყენებოდა დაჯარიმება, როგორც რეპრესიული პოლიტიკის ნაწილი;
– დრაკონულ ჯარიმებს უწერდნენ გაფიცვების და დემონსტრაციების მონაწილეებს;
– მთავრობამ მიიღო “ადგილზე დაჯარიმების” სპეციალური კანონმდებლობა, “არასანქცირებული” შეკრების მონაწილეებისთვის;
– მძიმე ჯარიმები გამოიყენებოდა გზების და ქუჩების გადაკეტვისთვის, ასევე აქციისთვის ტერიტორიის დათმობისთვის;
– მკაცრი ჯარიმები იყო საპროტესტო ბანერებისთვის, პლაკატებისთვის, გაზეთებისთვის. არამარტო მათი გავრცელების, არამედ ასევე ფლობისთვის;
– ანტისამთავრობო გამოსვლებისთვის აჯარიმებდნენ პროფესორებს, ექიმებს, ჟურნალისტებს, მსახიობებს;
ნაცნობი სიტუაციაა ხომ? ეს ხდებოდა 80ან წლებში პოლონეთში, სადაც მთავრობა ანტისაბჭოთა მოძრაობა “სოლიდარობის” ჩახშობას ცდილობდა.
ეს კარგად აპრობირებული საბჭოთა მეთოდებია, რომელსაც მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი და მისი სატელიტები კოლაბორაციონისტი “მთავრობები” დღემდე აქტიურად იყენებენ.
დღეს საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობაა და ყველა, ვინც დღეს რუსთაველზე დგას ამ წინააღმდეგობის წინა ხაზზეა. მოვა დრო და ვიამაყებთ ამ დღეებით, ბევრი კი დაიბრალებს აქ დგომას როგორც არაერთხელ მომხდარა.