გიორგი ტყემალაძე – მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს შობა – ჩვენ დიდი სიხარულით ვუერთდებით “ალილოს” მსვლელობას

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ “ალილოს” მსვლელობის მონაწილეებს საშობაო სანოვაგე გადასცა.
ტყემალაძემ სრულიად საქართველოს მიულოცა შობის დღესასწაული და აღნიშნა, რომ ეს წელი იქნება განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნისთვის.
“მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს შობა. ვუსურვო სიკეთე, სიყვარული, ერთიანობა. წლევანდელი წელი, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მართლაც განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნისთვის. ერთიანობა, გაერთიანება და გამთლიანება ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი სიხარულით ვუერთდებით “ალილოს” მსვლელობას, რომელიც უკვე ტრადიციაა ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის, პატრიარქის კურთხევით. ეს კიდევ არის ჩვენი ერთობის, თანადგომის სიმბოლური ჟესტი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს. თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მინდა ვუსურვო სიმშვიდე, სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ერთიანობა”, – განაცხადა ტყემალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება