გაეროს პროგნოზი და არსებული კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი სწორი გეზი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ქვეყნის განვითარების, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რითაც ეხმიანება გაეროს პროგნოზს.
სოსიაშვილის განცხადებით, გაეროს პროგნოზი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორი სწორი გეზი უჭირავს საქართველოს ხელისუფლებას.
„გაეროს პროგნოზი და არსებული კვლევები აჩვენებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი სწორი გეზი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ქვეყნის განვითარების, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ეს შედეგები სახეზეა. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო გახდა ამიერკავკასიაში ლიდერი სახელმწიფო, მისაბაძი სახელმწიფო ყველასთვის, თუ როგორ უნდა განავითაროს ხელისუფლებამ სწორი გეზით ქვეყნის მომავალი და როგორ უნდა იქნეს შემდეგ აგებული ამ ყველაფერზე ეკონომიკა. ეს არის ამის დამადასტურებელი“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.




