გიორგი სოსიაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე – თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ხდება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე გარკვეული დარტყმის მცდელობა

თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ხდება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე გარკვეული დარტყმის მცდელობა,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და ბიზნესმენ ლევან ვასაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.
სოსიაშვილის შეფასებით, ამ გზით საქართველოს ავტორიტეტს ურტყამენ.
„თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ხდება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე გარკვეული დარტყმის მცდელობის განხორციელება. ადამიანი შეიძლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქე საერთოდ არ არის, მაგრამ ასანქცირებენ და მერე საქართველოს ავტორიტეტს ასე ურტყამენ. ადამიანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ არის და ბუნებრივია, მისი სანქციები ჩვენ არ გვეხება და ეს ჩვენი გასარკვევი არ არის“,- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: თამირლან მაჩალიკაშვილი დასაძინებლად ემზადებოდა. ძილის წინ ტელეფონს სქროლავდა რა დროსაც სპეცრაზმი შევარდა ოთახში და საწოლშივე ჩაცხრილა ბიჭი. ხელში იარაღი ეჭირაო. როცა საფრთხე გემუქრება, ასე უნდა იმოქმედოო

ომარ ფურცელაძე: გამოცდილება აჩვენებს, რომ პროპაგანდისტული მედიების კამპანიები ნიადაგის მომზადებაა შსს-ს მოქმედებისთვის. ლევან ჯობავას დევნა და შესაძლო ბრალი მართლმსაჯულების კარიკატურაა