გიორგი სიორიძე – გურიაში თოვა შეწყდა, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყინული გაიწმინდოს – ურეკი პრაქტიკულად განადგურებულია, სავალალო მდგომარეობაა – სოფლებში მუშაობს სპეცტექნიკა

თოვა შეწყდა თუმცა, ახლა არის ყინული და მომდევნო დღეებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყინული გაიწმინდოს. მამუკა ხაზარაძის ინიციატივით დამატებითი სპეცტექნიკა ჩამოვიდა და მუშაობს. იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქია უახლეს დღეებში დასრულდება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.
ასევე მისი თქმით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები სტიქიის ზონაში ფიზიკურად მუშაობენ და მოსახლეობას ეხმარებიან.
„მეოთხე დღეა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შტაბი მუშაობს ოზურგეთის რაიონებში. 27 თებერვალს სპეციალური მძიმე ტექნიკა შემოვიყვანეთ, რომლებმაც რამდენიმე სოფელში ინტენსიურ რეჟიმში იმუშავეს, მათ შორის სოფელ – მერიაში, ციხისფერდში, დაბა ურეკში… მინდა გითხრათ, რომ კურორტი ურეკი პრაქტიკულად განადგურებულია, სავალალო მდგომარეობაა. ღამით კი, დამატებითი მძიმე ტექნიკა შემოვიდა და დილით დაიწყო სამუშაოები. ვმუშაობთ სოფლის გზებზე, სპეცტექნიკა კი მუდმივ რეჟიმში იმუშავებს.
თავის გუნდთან ერთად წასულია სოფელ მთისპირში და ადამიანებს ფიზიკურად ეხმარება გადათოვლის პროცესში. ასევე ვატო სურგულაძემ გაჭირვებული ადამიანებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა დაიწყო. არ წყდება ზარები ჩვენ ცხელ ხაზზე. დღეს გვაქვს დაგეგმილი ინტენსიური გრაფიკით გასვლები, სადაც შესაძლებელია მისვლა მივდივართ, სპეცტექნიკა კი, როდესაც გაწმენდს გზებს მივალთ ყველა იმ ადამიანებთან ვისაც დახმარება სჭირდება“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც