გიორგი სიორიძე – აპირებენ პარლამენტში მოაწყონ წარმოდგენა, „ოცნების“ დეპუტატებმა რა კითხვები უნდა დაუსვან ირაკლი ს? ეს ფსევდო პროცესია, უბრალოდ საცირკო წარმოდგენა

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა რა კითხვები უნდა დაუსვან ირაკლი ს? ეს ყველაფერი ფსევდოპროცესია, ფსევდო ანგარიშვალდებულება და რეალურად საზოგადოება ვერანაირ პასუხს ვერ მიიღებს. ეს იქნება უბრალოდ საცირკო წარმოდგენა, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც „იგლ ჰილსის“ პროექტზე, პარლამენტში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით მოსმენას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საზოგადოება პროექტთან დაკავშირებით ითხოვს მეტ გამჭვირვალობას, მათ შორის ფინანსური და გარემოს დაცვითი მიმართულებით.
„არასერიოზული იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ მ გულწრფელი პასუხები გასცეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ როგორი რეაქცია გამოიწვია, როგორი რეზონანსი ჰქონდა საზოგადოებაში, მის სხვადასხვა ჯგუფებში ამ პროექტს. „ლელო-ძლიერი საქართველო“ გახლდათ ის პარტია, რომელმაც პირველმა ამხილა ეს აფერა. ჩვენ ვიცით მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მცირედი ინფორმაცია. კონკრეტულად ის, რომ 9 მილიონი კვადრატული მეტრი ქართული, საუკეთესო მიწა, მათ შორის, რეკრეაციული ზონა, როგორც თბილისში, ასევე გონიოში, გადაეცა არაბულ კომპანიას ყოველგვარი ტენდერის, გამჭვირვალე პროცედურების გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ ამ მიწის ღირებულება პროექტში შეფასებულია 600 მლნ დოლარად. ქართულ მხარეს აქვს მხოლოდ და მხოლოდ მესამედი, 33% და არსებობს ცხადია კითხვები, ხელშეკრულება არის გასაიდუმლოებული. ჩვენ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ, არ ვიცით არც ის თუ არაბული მხარის 67%-ის ეკვივალენტური ღირებულება რაცაა 1.2 მილიარდი ოდენობის თანხა საერთოდ არის თუ არა სადმე, რომელიმე ბანკში ჩარიცხული. ჩვენ არ ვიცით ეს ინვესტიცია არის თუ არა საერთოდ ინვესტიცია. არაბიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, რომ არცერთ შემთხვევაში მე და არც ჩემი პარტიის წევრები არ ვსაუბრობთ რაღაც ქსენოფობიური სარჩულით. ეს არ არის ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის დეველოპერული პროექტი, სამშენებლო პროექტი. ჩვენ არ ვიცით, რა პირობები და ვალდებულებები არსებობს. როგორ უნდა მოხდეს განაშენიანება. არ ვიცით, როგორ არის გარემოს დაცვითი ასპექტი გათვალისწინებული. გარდა ამისა, პირდაპირ გაცხადებულად გვესმის, რომ აქ კვადრატული მეტრის ფასი უნდა იყოს 10 ათასი დოლარი, ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორ ცხოვრობს ამ ქვეყანაში ხალხი, საშუალო სტატისტიკური ქართველი ანუ ქართველებისთვის ეს პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი იქნება. შეიცავს შესაბამისად დემოგრაფიულ საფრთხეებს.
ჩვენ გვაქვს არცოდნის ფარდა და ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, მეტ სიცხადეს. ის ფონზე, როცა და სხვა მაღალჩინოსნები ინტენსიურად უკეთებენ რეკლამას ამ პროექტს, ცხადია, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ აქ სულ სხვა ბიზნეს და ფინანსურ ინტერესებზეა საუბარი, ს პირად ინტერესებზე შეიძლება იყოს საუბარი. ამ რეზონანსიდან გამომდინარე, რომელიც საზოგადოებაში ჰქონდა ამ საკითხს, ისინი ხედავენ ამ საფრთხეს და გადაწყვიტეს, რომ ახლა პარლამენტში მოაწყონ წარმოდგენა, ფსევდო ანგარიშვალდებულების დემონსტრირება. „ქართულმა ოცნების“ დეპუტატებმა რა კითხვები უნდა დაუსვან ირაკლი კობახიძეს? ეს ყველაფერი ფსევდო პროცესია, ფსევდო ანგარიშვალდებულება და რეალურად საზოგადოება ვერანაირ პასუხს ვერ მიიღებს. იმ პასუხებს, რომელსაც ჩვენ ყველანი ვითხოვთ. ეს იქნება უბრალოდ საცირკო წარმოდგენა.
„ლელო-ძლიერი საქართველო“ იყო პირველი, რომელმაც ამხილა ეს აფერა, იყო პირველი, რომელმაც დასვა საჯაროდ შეკითხვები. გარე ძალებისგან მართულობის ბრალდებები ჩვენ წლებია უკვე გვესმის, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხაზი. ცდილობენ, რომ ხელი გაიშვირონ ბადრი ჯაფარიძისკენ, მამუკა ჯაფარიძისკენ, არაერთხელ მოგვისმენია გარე ძალებისგან დავალებების მიღების ბრალდება. ძალიან დიდი შანსია და ლეგიტიმურია ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს უბრალოდ აფერა და არანაირი ინვესტიცია არ შემოვიდეს, უბრალოდ, ამისი შედეგი ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით რა იქნება – როგორც მინიმუმ 9 მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწის გადაცემა, გასხვისება და არაბული კომპანიის ხელში ჩაგდება. ეს არის ის შედეგი, რაც ზუსტად ვიცით, რომ მოხდება. სწორედ იმას ვითხოვთ, რომ გვაინტერესებს რეალური ინვესტიცია 67%-ის ეკვივალენტისა თანხაში შემოვიდა თუ არა. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ამ ფინანსურ საკითხზე დუმს და ხელშეკრულებას არ ასაჯაროებს“, – განაცხადა სიორიძემ.
გარდა ამისა, მან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებსა და შედეგად დაკავებულების შესახებაც ისაუბრა, რომელთა საქმეების სასამართლო განხილვები დღეს იწყება და აღნიშნა, რომ „ეს იყო სამწუხარო შეცდომა“.
„ჩვენი პარტიის, კოალიციის პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ მშვიდობიანი პროტესტი არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხერხი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ. 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, იცით, რომ არ ვყოფილვართ არანაირ საორგანიზაციო საკითხში ჩართული, ისევე როგორც, ალბათ, იქ მყოფი ათიათასობით ადამიანის უმეტესობა საერთოდ არ იყო იმის საქმის კურსში და ვერც წარმოიდგენდა თუ როგორ შეიძლებოდა საღამოს განვითარებულიყო მოვლენები. ბუნებრივია, ჩვენ ვამბობთ, კონსტიტუციური ბრძოლის მეთოდები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მშვიდობიან ფორმებში. იმასთან, რაც მოხდა, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, ეს იყო სამწუხარო შეცდომა“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
რაც შეეხება 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას, სიორიძის თქმით, მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, „ლელოს“ წარმომადგენლები ამ დღეს დაგეგმილ აქციაზე მივლენ.