გიორგი რუხაძე – ნატალი საბანაძემ და ვანო ჩხიკვაძემ ხელისუფლება დაინდეს, მე უარესებს ვიტყოდი – თუ ტრაექტორია და ხელისუფლება არ შეიცვალა, ამას ქვეყნის მომავალზე კატასტროფული გავლენა ექნება

მგონია, რომ ნატალი საბანაძემ და ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს ხელისუფლება დაინდეს. მე რომ ვყოფილიყავი, უარესებს ვიტყოდი, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ -ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი რუხაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ წევრების მიერ, „ჰელსინკის კომისიის“ წევრების შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები „შიდა მოხმარებისთვისაა“ გათლილი.
„მართლა ვინმეს ჰგონია, რომ იქ დამსწრე საზოგადოებამ, სენატისა და კონგრესის წევრებმა, არ იცოდნენ საქართველოში რა ხდება და ბატონი ჩხიკვაძისგან და ქალბატონი საბანაძისგან გაიგეს? მგონია, რომ იმ ორმა ადამიანმა საქართველოს ხელისუფლება დაინდო. მე რომ ვყოფილიყავი, უარესებს ვიტყოდი და უარესებსაც იმსახურებენ. შიდა მოხმარებისთვის იყო ის გზავნილები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა. თურმე არიან ჩამშვებები, დავბრუნდით ხომ საბჭოთა კავშირში, ქურდულ მენტალიტეტში და ძველი ბიჭების სამყაროში? „ჩამშვები“ ვინ არის და „კაი ბიჭი“ ვინ არის, ეს საუბარი არასერიოზულია. ამომრჩეველმა სწორად უნდა შეაფასოს და დაინახოს, თუ რა ტიპის ძალასთან გვაქვს საქმე. თავი სერიოზულ ადამიანებად წარმოუდგენიათ პაპუაშვილს და ს? სერიოზული ადამიანების მხრიდან ასე საუბარი „ჰელსინკის კომისიის“ მომხსენებლებზე უბრალოდ სასაცილოა“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
გიორგი რუხაძის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება არჩევნებზე ხალხმა არ შეცვალა და ქვეყანა არ დააბრუნა დემოკრატიულ გზაზე, ამას კატასტროფული გავლენა ექნება ქვეყნის მომავალზე.
„ის კი არ არის სამწუხარო, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები სასჯელს იმსახურებენ, აშშ ამაზე უკვე ფიქრობს და ნაბიჯებსაც უკვე დგამს, არამედ სამწუხარო ისაა, რომ პირველად, ჩემი ცხოვრების განმავლობაში, პირველად საქართველოს 33 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, საქართველო განხილული იყო, როგორც სანქციების პრეტენდენტი ქვეყანა, რომელთანაც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება გადაიხედოს და თავისუფალი სამყაროს მეგობრების კალათიდან გადავიდეს ავტორიტარული რეჟიმების სივრცეში. ეს იყო ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული. თუ ტრაექტორია არ შეიცვალა, თუ საქართველოს ხელისუფლება ხალხმა არ შეცვალა არჩევნებზე და ქვეყანა არ დააბრუნა დემოკრატიის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამას კატასტროფული გავლენა ექნება ამ ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.