გიორგი ჟამერაშვილი: ბულგარეთანაც ვაგებთო… ეს ნაპრალები კი ოცნების წევრებთან დალაგებით და ბიზნესის კეთებით არ ივსება… რაც არუნდა სამშენებლო მასალასთან გქონდეს შეხება

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ჟამერაშვილი:
ბულგარეთანაც ვაგებთო…. გაგიკვირდებათ და ამის მიზეზი ეროვნული ნაკრების კაპიტნის გურამ კაშიას დუმილია და არამარტო გურამის. ყველა იმ ფეხბურთელის რომელსაც პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თვალებდახუჭული ხვდება.
არც ისაა სწორი კაპიტანი რომ ხარ და დიდი მადლობა ბატონ ბიძინას გარდა პოლიტიკასთან დაკავშირებით ხმას რომ არ იღებ და არ იმჩნევ იმას თუ როგორ უსამართლოდ არიან შენი ქვეყნის მოქალაქეები უდანაშაულოდ ციხეში გამოკეტილი.
ასეთი მომენტების ხელიდან გაშვება ხდება მთავარი მიზეზი გულშემატკივრებთან დაშორებისა… ეს ნაპრალები კი ოცნების წევრებთან დალაგებით და ბიზნესის კეთებით არ ივსება… რაც არუნდა სამშენებლო მასალასთან გქონდეს შეხება.
და ბოლოს ლევან გოთუა ამბობდა:
თუ შენი ქვეყანა უბედურია და შენ ბედნიერი სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანი
თქვენ კი თქვენი დუმილით და მის მიღმა ბედნიერად ცხოვრებით პატიოსნობაზე თავს ნამდვილად ვერ უნდა დებდეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?