გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეოთხედ, ორი წლის ვადით აირჩიეს

ბრიუსელში, ევროპალატის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპალატების დირექტორთა საბჭოს არჩევნები ჩატარდა, სადაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად უკვე მეოთხედ, ორი წლის ვადით იქნა არჩეული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.
„გიორგი პერტაია პარალელურად არის ევროპალატის სამეზობლო და გაფართოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ასამბლეის ფარგლბში, არჩეულ იქნა ევროპალატის პრეზიდენტი ვლადიმირ დლოუჰი და ვიცე-პრეზიდენტები.
ასამბლეის მონაწილეებმა განიხილეს 2024 წლის ბიუჯეტირების პროექტი და ევროპალატის გრძელვადიანი ფინანსური განვითარების საკითხები, ასევე 2023-2024 წლების ძირითადი აქტივობები და ღონისძიებები.
ევროპალატა ევროკავშირში ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას წარმოადგენს, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას , 45 წევრ ასოციაციასა და 20 მილიონ ბიზნესს. ასევე, აერთიანებს 1700 რეგიონულ და ადგილობრივ სავაჭრო პალატას.
საქართველოს სავაჭრო პალატა 2000 წლიდან „ევროპალატის“ აფილირებული წევრია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის