ანტვერპენში გამართულ ევროპალატის გენერალურ ასამბლეას საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან ერთად, ევროპალატის წევრი სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტები, ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტებიდან და პარტნიორი ორგანიზაციებიდან შესაბამისი წარმომადგენლები დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გენერალურ ასამბლეაზე ევროპალატის პრეზიდენტმა, ვლადიმირ დლოუჰიმ 2023 წლის ევროპალატის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.
„შეხვედრის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 6-9 ივნისის პერიოდში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები განიხილეს.
ამავე ასამბლეის ფარგლებში, მონაწილეებმა 2024 წელს დაგეგმილ აქტივობებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს. ასევე, დამტკიცდა ევროპალატის 2024 წლის ბიუჯეტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.