გიორგი ონიანის სახლთან არიან მისულები და კარზე უბრახუნებენ, იქ ბავშვია მარტო – გვარამია

პარტია ახალის ლიდერის, ს თქმით, გიორგი ონიანის სახლთან უცნობი პირები არიან მისული და კარზე აბრქახუნებენ. გვარამიას თქმითვე, სახლში მარტოა ბავშვი.
“ახლა მოგვივიდა შეტყობინება, რომ გიორგი ონიანის სახლთან არიან მისულები და კარზე უბრახუნებენ და იქ ბავშვია მარტო. იქით წავალთ ეხლა ჩვენ” – ამბობს გვარამია.
“ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ” – ინფორმაციას პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გია ჯაფარიძე სასწრაფო დახმარების მანქანამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
იქამდე, დღეს საღამოს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძესაც დაესხნენ თავს.
ამის შესახებ ინფორმაციას, ჯგუფ დაიტოვე-ში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გვანცა პერტია ავრცელებს.
“ჩვენს მეგობარს, ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, დღეს თავს დაესხა 3 ნაძირალა. ცემეს, ტუჩი გაუხეთქეს და გაიქცნენ.
სანამ მივიდოდნენ, დაურეკეს ტელეფონზე, 15 წამი ხმას არ იღებდნენ და დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ ზუსტ ლოკაციაზე”. – წერია პოსტში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანსაც სცემეს. ჩიქოვანის თქმით, თავდასხმის დროს სოლოლაკში, საკუთარ სახლთან მარტო იყო. ის ამ წუთებში ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება.
“არ შეგვეშინდეს, ვერ მოგვერევიან, ესენი არიან ლაჩრები, ესენი არიან მშიშრები, ამ ქვეყანას ვერ გაარუსებენ, ეს არის რუსული მეთოდები” – თქვა ჩიქოვანმა TV პირველთან.