გიორგი ოვაშვილის ფილმის პროექტმა “ევრიმაჟის” დაფინანსება მოიპოვა

გიორგი ოვაშვილის ფილმის პროექტმა “მთვარე მამაა ჩემი” “ევრიმაჟის” დაფინანსება – 118 000 ევრო მოიპოვა.
“მთვარე მამაა ჩემი ” საქართველოს, გერმანიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთისა და ჩეხეთის ერთობლივი პროდუქციაა.
საქართველო ევროპის საბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდის („ევრიმაჟი“) წევრი 2011 წელს გახდა და მას შემდეგ ფონდმა არაერთ ქართულ კინოპროექტს დაუჭირა მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია „სახალხო პარლამენტის“ იდეაზე – კონკრეტულად ამ ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება