გიორგი ნაზღაიძის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძის მიმართ თავდასხმა სცადეს.
“რუსთავი2-ის” რეალითი შოუ “პრაიმ ჰაუსის” წამყვანს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ დაუპირისპირდა. თავდამსხმელებმა დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილიც, რომელმაც ნაზღაიძის დახმარება სცადა.
რეაგირების მიზნით, ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. თავად ტელეწამყვანი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
-მ მომხდარზე გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.