გიორგი ნაზღაიძის მიმართ თავდასხმის მცდელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

ტელეწამყვან, გიორგი ნაზღაიძის მიმართ თავდასხმის მცდელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი2-ის რეალითი შოუ “პრაიმ ჰაუსის” წამყვანს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, ახალგაზრდების ჯგუფი ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ დაუპირისპირდა. თავდამსხმელებმა დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილიც, რომელმაც ნაზღაიძის დახმარება სცადა. რეაგირების მიზნით, ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. თავად ტელეწამყვანი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ