გიორგი მუმლაძეს თავს მეორედ დაესხნენ

ნაციონალური მოძრაობის წევრს, ს თავს მეორედ დაესხნენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“4 ნიღბიანი დაგვხვდა ჩემი სოფლის შესასვლელთან მანქანით!”, – წერს მუმლაძე.
გიორგი მუმლაძეს თავს გუშინაც დაესხნენ. უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიციურად და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს თავს ესხმიან.
8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ამასთან, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს. შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ოფისებთან.