გიორგი მელაშვილი: ძალის დემონსტრირების ნაცვლად ამაზრზენი და გულისამრევი ძალადობა ვნახეთ, მუტრუკების მიერ ქალების ცემა, პოლიციაზე გადავლა თავად ქოცების მიერ…

 გიორგი მელაშვილი – “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” დამფუძნებელი:
ორი დღე – ორი ავტოგოილი.
ჯერ სცადეს ძალის დემონსტრირება, არიქა, რა ვაჟკაცები და ძლიერები ვართ. ძალის დემონსტრირების ნაცვლად ამაზრზენი და გულისამრევი ძალადობა ვნახეთ, მუტრუკების მიერ ქალების ცემა, პოლიციაზე გადავლა თავად ქოცების მიერ (რომ ყვიროდნენ, „პოლიციელი – გმირია“), ყველანაირი ღირსება და სახედაკარგული „ბესპრედელი“.
შემდეგ მიხვდნენ, რომ ქალების ცემა არ პრავდება – რაც არ უნდა სისხლი წამოუვიდეს კლავიატურის ტროლებს და ნადეჟდას პროპაგანდისტებს, და შეცვალეს „მუსიკა“ – პროტესტი მოვიდა ჩვენთანო, თავის მართლება დაიწყეს; ოღონდ – ისიც უსუსურად, თქვენი ბრალიაო. მოძალადისა და მსხვერპლის ჩანაცვლების კლასიკური, სამარცხვინო რუსული გზა.
ამანაც არ გაჭრა.
დღეს – მართლა მივიდა პროტესტი, და ნამდვილი, ლაჩრული და შეშინებული სახე დავინახეთ – როდესაც მხოლოდ ქალები კი არ იყვნენ, როდესაც ცოტანი კი არა, ბევრი ადამიანი მივიდა, საკუთარ ოფისში ჩაიკეტნენ და გადასეღებიც გადააგდეს. გამოსვლა და გინება ვეღარ გაბედეს.
ესაა ნამდვილი სახე – ცოტასთან – ძლიერი, ბევრთან – მხდალი და პროპაგანდას ამოფარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუცია – მოვუწოდებთ საფრანგეთის მთავრობას, საჯაროდ დაგმოს რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე

გრიგოლ გეგელია – თუ ეს რეჟიმი გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას, ასეთ ვითარებაში, დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ შესაძლო დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნაზე