გიორგი მამარდაშვილი UEFA2024-ის ყველაზე რეიტინგული მოთამაშეების სამეულში მოხვდა

Sofascore-მა უეფას მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე რეიტინგული მოთამაშეების ათეული დაასახელა. ჩამონათვალში მესამე პოზიციას იკავებს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

მას 10-იდან 8.15-იანი რეიტინგი აქვს მიღებული.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მოგერიება დაუგროვდა და მიმდინარე ტურნირზე, მისი შედეგი ჯერ არც ერთ მეკარეს არ გაუუმჯობესებია. მეტიც, მამარდაშვილმა საკუთარი ნაკრები 30-ჯერ გადაარჩინა, რაც ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მეორე შედეგია.

 

ასევე დაგაინტერესებთ