გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური კლუბის, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეს შორის მე-7 ადგილზეა. Transfermarket-ის ინფორმაციით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მლნ-თაა გაზრდილი და 35 მლნ ევროა.
რეიტინგში ყველაზე ძვირადღირებული პორტოს მეკარეა დიოგო კოსტაა. მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მლნ ევროა. 40 მლნ ევროდაა შეფასებული Transfermarket-ზე 5 მეკარე: პარის სენ ჟერმენის ჯანლუიჯი დონარუმა, ბორუსია დორტმუნდის გრეგორ კობელი, მანჩესტერ სიტის ედერსონი, მანჩესტერ იუნაიტედის ანდრე ონანა და მილანის მაიკ მაინანი.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კიდევ 2 მეკარის, გიორგი ლორიას სატრანსფერო ღირებულება 0.1 მილიონი ევროა, ლუკა გუგეშაშვილის – 0.6 მილიონი.

ასევე დაგაინტერესებთ