გიორგი კობერიძე: “ქართულ ოცნებას“ არ უმუშავია სერიოზულად ამერიკის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგებისთვის, უფრო მეტიც, არც აქვს ამის უნარი

მიმ­დი­ნა­რე კვი­რა პარ­ლა­მენ­ტმა მო­ამ­ზა­და 11-გვერ­დი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ამე­რი­კის კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ “მე­გო­ბარ აქტს“ ეხ­მა­უ­რე­ბა. დო­კუ­მენ­ტში ლა­პა­რა­კია “დიფ სთე­ით­ზე“, და­სავ­ლურ ორ­მაგ სტან­დარ­ტებ­ზე და გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ბრალ­დე­ბებ­ზე. მა­ნამ­დე იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ღია წე­რი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტსა და­ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის მი­სა­მარ­თით, რო­მელ­შიც პრე­მი­ე­რი გა­მო­ხა­ტავს გაკ­ვირ­ვე­ბას და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გარ­შე­მო ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო. კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ უკვე გაგ­ზავ­ნა წე­რი­ლი ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, სა­დაც გა­მოთ­ქვა მზა­ო­ბა, გა­ნახ­ლდეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სუფ­თა ფურ­ცლი­დან, თუმ­ცა, პა­სუ­ხი დღემ­დე არ მი­უ­ღია და კო­მუ­ნი­კა­ცია ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე არ შემ­დგა­რა. ეს დუ­მი­ლი, მისი თქმით, უც­ნა­უ­რია. ა ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ანა­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

– პირ­და­პირ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის წე­რი­ლის და ზო­გა­დად “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ნო­მერ პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის შო­რის პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ვე­ღარ და­ლაგ­დეს. მე­ო­რე, და ბევ­რად სა­ში­ში ამო­ცა­ნაა ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი გან­წყო­ბე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გაღ­ვი­ვე­ბა, რათა სა­ბო­ლო­ოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლოს ქვეყ­ნის კურ­სი – ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის ან რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს ჩვენ ვცა­დეთ, მაგ­რამ მათ კარი არ გაგ­ვი­ღეს. ამას­თან, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ისე­თი გან­წყო­ბის შექ­მნას, თით­ქოს სრუ­ლად წარ­მო­ად­გე­ნენ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას – თით­ქოს მათ მიღ­მა სხვა სა­ქარ­თვე­ლო არ არ­სე­ბობს.

 ჩვენ უკვე ვნა­ხეთ, რო­გორ გა­მო­ეხ­მა­უ­რა რეს­პუბ­ლი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნი ჯო უილ­სო­ნი კო­ბა­ხი­ძის წე­რილს. მან გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენტ ტრამ­პის­თვის მო­თხოვ­ნე­ბის წა­ყე­ნე­ბის თავ­ხე­დო­ბაა. რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ვა­შინგტო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­აქ­ცია?

– ვა­შინგტო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ უკვე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია – მათ არ აღი­ა­რე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა არ უნდა იყოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ნა­წილ­მა უკვე დიდი ხა­ნია იცის, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კურ­სი ან­ტი­ქარ­თუ­ლი, ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და პრო­რუ­სუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­საც ეს რე­ა­ლო­ბა არ მოს­წონს, უკვე გა­მო­ხა­ტა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია. პრობ­ლე­მა ის არის, რომ შე­საძ­ლოა გაღ­ვივ­დეს ნი­ჰი­ლიზ­მი და ამან კი­დევ უფრო შე­ამ­ცი­როს მო­ქა­ლა­ქე­თა აქ­ტი­ვო­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში. ეს იმი­ტომ კი არ მოხ­დე­ბა, რომ ისი­ნი შე­ე­გუ­ე­ბი­ან მო­ცე­მუ­ლო­ბას, არა­მედ იმი­ტომ, რომ ფიქ­რო­ბენ, თით­ქოს მათი ძა­ლის­ხმე­ვა არა­საკ­მა­რი­სია ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ჩე­რებ­ლად.

– რო­გორ ფიქ­რობთ, ვიდ­რე კო­ბა­ხი­ძე ამ ღია წე­რილს და­წერ­და და შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტი ამე­რი­კე­ლე­ბის “მე­გობ­რულ აქტს“ მტრუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დებ­და, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რა­ი­მე ფორ­მით მა­ინც არ ცდი­ლობ­და ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან?

– ძა­ლი­ან კარ­გი კი­თხვაა. ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებს ეგო­ნათ, ტრამ­პის­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და ამე­რი­კე­ლი პრე­ზი­დენ­ტის გუ­ლის მო­სა­გე­ბად. სე­რი­ო­ზუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ გა­უ­წე­ვი­ათ. ერ­თა­დერ­თი რამ, რაც წარ­მა­ტე­ბით მო­ა­ხერ­ხეს, არის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია და ძი­რის გა­მო­თხრა იმ­დაგ­ვა­რად, რომ და­სავ­ლე­თის­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბელ­ნი გავ­ხდით – მა­გა­ლი­თად, პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ფი­გუ­რის წა­მო­წე­ვა, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბის რღვე­ვა, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა, რაც იმა­ში აი­სა­ხა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის პო­ლი­ცია აღარ წარ­მო­ად­გენს იმე­დის სიმ­ბო­ლოს და მის ად­გი­ლას გაჩ­ნდა შიში. ვფიქ­რობ, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არც უმუ­შა­ვია სე­რი­ო­ზუ­ლად ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბის­თვის და, უფრო მე­ტიც, არც აქვს ამის უნა­რი. ეს ვა­რა­უ­დი ემ­ყა­რე­ბა იმ ფაქტს, რომ მათ გუნდში ყვე­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა, ვი­საც რა­ი­მე წვდო­მა ჰქონ­და და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­თან, ფაქ­ტობ­რი­ვად დას­ჯი­ლია, და შე­სა­ბა­მი­სად, მათ აღარ გა­აჩ­ნი­ათ სე­რი­ო­ზუ­ლი კავ­ში­რი და­სავ­ლეთ­თან.

იმის რის­კი, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ რე­ა­ლუ­რად და­ა­ზი­ა­ნოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან და -სთან, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ჩანს, რომ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უკვე გარ­კვე­ულ­წი­ლად მი­აღ­წია სა­კუ­თარ მიზ­ნებს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ძალა კვლავ წარ­მო­ად­გენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო შე­ჩე­რე­ბუ­ლია ევ­რო­პის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ფაქ­ტობ­რივ დო­ნე­ზეა, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვად პრო­ცე­სი არ შე­ჩერ­დე­ბა. ასე­ვე, ფაქ­ტია, რომ და­სავ­ლეთ­ში ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ლე­გი­ტი­მუ­რად აღარ აღი­ა­რე­ბენ, მა­შინ როცა რუ­სე­თი­დან მო­დის პო­ზი­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლე­ბი. ოღონდ ამ სიგ­ნა­ლებს თან ახ­ლავს ერთი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სუბტექ­სტი – სა­ქარ­თვე­ლოს არ უნდა ჰქონ­დეს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის იმე­დი. რუ­სუ­ლი რი­ტო­რი­კა უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია: თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა სამ “სა­ხელ­მწი­ფოს“ – აფხა­ზე­თის, ცხინ­ვა­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. ეს პირ­და­პირ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სია. უნდა ით­ქვას, რომ ამ პრო­ცეს­ში “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ საკ­მა­ოდ დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, კი­დევ უფრო მეტი წარ­მა­ტებ­საც მი­აღ­წი­ოს. რა­საც ახლა ვუ­ყუ­რებთ, ეს ტი­პუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია კი არა, ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი მო­ნო­ლი­თია, რომ­ლის პარ­ტი­ის წევ­რებს ბევ­რი რა­მის თქმის უფ­ლე­ბა არ აქვთ. რე­ა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფი­გუ­რა იღებს და ისი­ნი ერთი კა­ცის აბ­სო­ლუ­ტურ მორ­ჩი­ლე­ბა­ში არი­ან. ეს არ არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც უს­მენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ან თუნ­დაც სა­კუ­თარ წევ­რებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პარ­ტი­ის მა­რა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­საც კი არ აქვთ თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. შე­საძ­ლოა, ბევ­რს არ მოს­წონ­დეს პარ­ტი­ის კურ­სი, მაგ­რამ ისი­ნი, პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩა­კე­ტი­ლე­ბი არი­ან ამ პარ­ტი­ულ გა­ლი­ა­ში. ეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი მო­დე­ლი მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი.

– “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს ეუბ­ნე­ბა, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუ­ვე­რე­ნუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბელ­ნი უნდა ვი­ყოთ – რო­გორც რუ­სე­თის­გან, ასე­ვე ამე­რი­კის­გან და ყვე­ლა მათ­გა­ნის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა მი­ვი­ღოთ. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია?

– სხვა­თა შო­რის, მსგავ­სი რი­ტო­რი­კა აქვს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას, რო­მელ­მაც ატო­მუ­რი ბომ­ბი შექ­მნა და ამ­ბობს: და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარო. სა­ერ­თოდ, სრუ­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი დღე­ვან­დელ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ბა­ნა­კი არ არ­სე­ბობს, მით უმე­ტეს კავ­კა­სი­ა­ში, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რე­გი­ო­ნია. თუ გინ­და იყო სრუ­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ისე­თი მძლავ­რი სა­ხელ­მწი­ფო უნდა იყო, რო­გო­რიც არის , რუ­სე­თი ან სხვა რო­მე­ლი­მე დიდი გლო­ბა­ლუ­რი მო­თა­მა­შე. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ჩვენ არ ვართ და ვერც გავ­ხდე­ბით გლო­ბა­ლუ­რი მო­თა­მა­შე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბაა ძლი­ე­რი მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია აქ­ტი­უ­რი კონ­ტრო­ლი სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ომის­თვის მზად­ყოფ­ნა ნე­ბის­მი­ერ დროს. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას აში­ნებს – აბა, ომი ხომ არ გინ­და­თო…

რაც შე­ე­ხე­ბა ამე­რი­კის ინ­ტე­რე­სებ­სა და პო­ზი­ცი­ას, ეს, ჩემი აზ­რით, იქ­ნე­ბა დრო­ში გა­წე­რი­ლი, ნელი პრო­ცე­სი – სან­ქცი­ე­ბი, არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა და ასე შემ­დეგ. არ გა­მოვ­რი­ცხავ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მო­ლა­პა­რა­კე­ბაც შეს­თა­ვა­ზონ. თუმ­ცა სწრაფ და რა­დი­კა­ლურ ნა­ბი­ჯებს ამე­რი­კის მხრი­დან არ ველი – და­სავ­ლურ, ცი­ვი­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბებს ასე­თი ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ ახა­სი­ა­თებთ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”