გიორგი კლდიაშვილსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს უცხო პირი თავს დაესხა

შვედეთის საელჩოსთან უცხო პირი IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თავად ფორმულამ გაავრცელა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. უცნობმა პირმა კლდიაშვილს და ფორმულას მძღოლს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფორმულას ცნობით, თავდამსხმელი მანქანით იმყოფებოდა და მას ხელში მინის ბოთლი ეჭირა.
ტაბულა დამატებითი ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ცდილობს.