იტალიური centotrentuno-ის ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და “ფროზინონეს” 22 წლის შემტევის გიორგი კვერნაძის დამატებას სერია A-ს ორი გუნდი “კალიარი” და “ვერონა” ცდილობს.
პირველ მათგანში დიდი ცვლილებებია და გუნდი მომავალი სეზონისთვის მზადებას ახლა იწყებს. სარდინიელთა მთავარ მწვრთნელად ფაბიო პისაკანე დაინიშნა, ახალი სპორტული დირექტორი კი გვიდო ანჯელოცი გახდა.
ამ ორს შორის რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გაიმართა, სადაც მომავალი სატრანსფერო ფანჯარა განიხილეს და პრიორიტეტებიც გამოიკვეთა. ირკვევა, რომ ზაფხულში ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის დამატებაც იქნება.
“კალიარის” ახალი სპორტული დირექტორი გვიდო ანჯელოცი ის ადამიანია, რომელმაც კვერნაძე “ფროზინონეში” გადაიყვანა, ჩვენებურის შესაძლებლობების სჯერა და მის ტრანსფერზე მწვრთნელი პისაკანეც დასთანხმდა.
centotrentuno წერს იმასაც, რომ “კალიარის” კონკურენტად სერია A-ს კიდევ ერთი გუნდი “ვერონა” ეყოლება, რომელიც გიორგის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.
ინფორმაციისთვის, კვერნაძემ გასულ სეზონში იტალიის სერია B-ში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მას “ფროზინონესთან” კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და “კვარას” ფორმაში ყოფნა გრძელდება
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით – რა აახლოებს ხვიჩას “ოქროს ბურთთან” – ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
გიორგი კვერნაძემ “ბარის” ეფექტური გოლი გაუტანა [VIDEO]
კვერნაძემ “ფროზინონეში” სადებიუტო გოლი გაიტანა და თანაც როგორი! [VIDEO]
დილეტა ლეოტამ სიცილი ვერ შეიკავა – რა საჩუქარი მიიღო კონტემ მას შემდეგ რაც “ნაპოლიმ” სკუდეტო მოიგო
“ატალანტამ” “ნაპოლის” ფეხბურთელი აწაპნა და კონტრაქტიც გაუფორმა
“შობას გილოცავთ” – სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელის გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც ის მამაკაცს კოცნის, დიდი გამოხმაურება გამოიწვია
სრული სვლით – “ინტერმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება “მანჩესტერთან” – მთავარი ამბები ზაფხულამდე
“მილანი” “ვერონას” 21 წლის მცველის შეძენას გეგმავს
“ნაპოლის” ტრანსფერები – “პარტენოპეიმ” 2 ფეხბურთელი დაიმატა, 1 კი გაუშვა
[VIDEO] როცა ქალაქის მერი “იუვენტუსის” ფანია – რა გაუკეთა მან ნეაპოლელებს “კალიარისთან” საჩემპიონო მატჩის დროს
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა – “კრემონეზე” თასიდან “კალიარიმ” გამოაგდო
კვერნაძის პირველი შედეგიანი მოქმედება “ფროზინონეში” და ფრე “სუდტიროლთან [VIDEO]
“ვერონა” გაიყიდა – სერია A-ში ამერიკელი მფლობელები მერვე გუნდს ეყოლება
კვერნაძემ ლამაზი გოლი გაიტანა და “ფროზინონეს” ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა [VIDEO]
“ემპოლიმ” სტუმრად მოიგო – გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა
როგორ “გადააგდო” “ნაპოლი” “ფროზინონეს” ნახევარმცველმა
კონტე: კვარაცხელიას ვესაუბრე – ჯაჭვებით ვერავის ვერ დავაბამ
“ვერონასთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ინტერვიუ. კვერნაძე იტალიაზე, “კვარას” როლზე, მისი თაობის წარმატებასა და ევროპის ჩემპიონატზე
“ნაპოლიმ” “ვერონას” მოუგო და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა
