გიორგი კახიანი საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებაზე – ეს არის დისკუსიისგან გაქცევა

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შეხვედრას ველოდებოდით, რომელიც დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მზადდებოდა – მათ თავად ღიად არ დაუსახელებიათ [გადადების] მიზეზი, თუმცა მხოლოდ იმას გვაფიქრებინებს, რომ ეს არის დისკუსიისგან გაქცევის მცდელობა, რათა პოზიციები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მათთვის პირდაპირ ფორმატში არ გვეთქვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გაუქმების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას.
კახიანის თქმით, დაგეგმილი შეხვედრიდან დიდი მოლოდინი ჰქონდათ იმ თვალსაზრისით, რომ ამას მოჰყვებოდა იმ ურთიერთობების დათბობა, რომელიც დღეს არასასურველ მდგომარეობაშია.
„საქართველოსთან მიმართებაში უსაფუძვლო განცხადებებს ვისმენდით, თითქოს უფლებების დარღვევა ხდება და დემოკრატიის თვალსაზრისით გარკვეული უკუსვლაა. ამასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცება არ გაგვიგია და ასეთი შეხვედრა მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ჩვენ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა და იმათგანაც, თუ ჰქონდათ მტკიცებულებები, მოგვესმინა ამის თაობაზე. მაგრამ ვნახეთ, რომ ეს შეხვედრა სრულიად გაუგებარი მიზეზით გადაიდო. ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში რასაც იფიქრებ არის ის, რომ გაურბიან დისკუსიას, რადგან არ აქვთ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, რასაც ხშირად გვსაყვედურობენ. ამ გაურკვეველი მიზეზით მოხდა [გადადება]. მათ თავად ღიად არ დაუსახელებიათ მიზეზი, თუმცა მხოლოდ იმას გვაფიქრებინებს, რომ ეს არის დისკუსიისგან გაქცევას მცდელობა, რათა პოზიციები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მათთვის პირდაპირ ფორმატში არ გვეთქვა. ამავდროულად, როგორც ჩანს, არც მათ აქვთ პირდაპირი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რასაც ხშირად გვსაყვედურობენ. მინდა ვთქვა, რომ ამ შეხვედრიდან დიდი მოლოდინი გვქონდა იმ თვალსაზრისით, რომ ამას მოჰყვებოდა იმ ურთიერთობების დათბობა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, არასასურველ მდგომარეობაშია“, – განაცხადა კახიანმა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფისთვის დააკავეს – სასამართლოში გექნებათ საშუალება, მოისმინოთ არგუმენტები

სიმონ ჯანაშია – ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე კითხვა უნდა დავსვათ ასე: რატომ ახლა, პასუხი მარტივია: პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო – ცნობილი კაციჭამია რომ გასამართლდეს, იქაც გაჩნდება კითხვა, რადგან სასამართლო გვაქვს უსამართლო