გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე დაბრუნდა, იურიდიულ კომიტეტს კი არჩილ გორდულაძე უხელმძღვანელებს

“ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი კახიანი, რომელიც XI მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე დაბრუნდა. აღნიშნულ კომიტეტს კი არჩილ გორდულაძე უხელმძღვანელებს.
ორივე საკადრო გადაწყვეტილება “ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.
სახელისუფლო პარტიამ XI მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველივე სხდომაზე განაცხადა, რომ კახიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დროებით იყო დამტკიცებული და აღნიშნულ კომიტეტს გორდულაძე ჩაიბარებდა.
გორდულაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება 10 დეკემბერს სცნეს – ის პარლამენტში გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლედ შევიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სანიკიძე: ანუ, ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის