გიორგი კაჭარავა – 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, 5-თვიანი დაგვიანების შემდეგ -ს კონგრესმა უკრაინის მხარდამჭერი 61 მილიარდიანი პაკეტი 311 ხმით დაამტკიცა. სამშაბათს აშშ-ს სენატი კონგრესის გადაწყვეტილებას კენჭს უყრის და იმავე დღეს კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს ბაიდენის მაგიდაზე იქნება.
უკვე ცნობილია, რომ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება მოხდება ეტაპობრივად 2024 წლის 31 დეკემბრამდე. მას შემდეგ რაც აშშ-ს კონგრესი სენატის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაზე კენჭს უყრის და მას ხელს პრეზიდენტი ბაიდენი ხელს მოაწერს, აშშ-სგან რა დახმარებას მიიღებს ?
– აღნიშნული დახმარების პაკეტის მიღება ნამდვილად მნიშვნელოვანი გარღვევაა ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით.
უპრიანი იქნებოდა მცირედ შევეხოთ თვით გადაწყვეტილების მიღებას და ამ მრავალთვიან პროცესს, რადგან ეს ძალზედ ნიშანდობლივი და უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი გახლდათ.
უნდა ითქვას, რომ დროში ასე გაწელილი პროცესი მეტყველებს შიდაპოლიტიკურ „რესპუბლიკურ“ პარტიას. ხსენებული მძლავრი და გავლენიანი პოლიტიკური ძალა კრიზისში იმყოფება და საარჩევნო წლის ფონზე ეს კიდევ უფრო აშკარად გამოჩნდა.
სამწუხაროდ, უკრაინისადმი დახმარების პაკეტის მიღების პროცესიც შეიძლება ითქვას ამ კრიზისულ სიტუაციას შეეწირა. აქ აღსანიშნავია ქვედა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის პოზიციის მკვეთრი დადებითი ცვლილება, რასაც მოჰყვა კონგრესის დღის წესრიგში უკრაინისადმი დახმარების საკითხის შეტანა. რა თქმა უნდა ასეთი დადებითი გადაწყვეტილება თავისით ვერ და არ მომხდარა. ეს გახლავთ სხვადასხვა გავლენიანი და მნიშვნელოვანი ჯგუფების სკრუპულოზური და ხანგრძლივი ადვოკატირების კამპანიის შედეგი.
ამ კამპანიის წარმატებაში არაუკანასკნელი როლი, სხვებთან ერთად, ქრისტიანულმა ევანგელისტურმა წრეებმაც ითამაშეს, და სპიკერი ჯონსონიც, როგორც ღრმად მორწმუნე ადამიანი დაარწმუნეს ამ პრობლემის სერიოზულობაში.
ამ კამპანიის წარმატებაში არაუკანასკნელი როლი, სხვებთან ერთად, ქრისტიანულმა ევანგელისტურმა წრეებმაც ითამაშეს, და სპიკერი ჯონსონიც, როგორც ღრმად მორწმუნე ადამიანი დაარწმუნეს ამ პრობლემის სერიოზულობაში
მრავალმხრივი და აქტიური ადვოკატირების შედეგად მაიკლ ჯონსონმა არჩია სიმართლის მხარე, მიუხედავად იმისა რომ ასეთი არჩევანი შესაძლებელია მას თანამდებობის ფასად დაუჯდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ხსენებულ პროცესში პოლიტიკურად აქტიური ორპარტიული ჯგუფების გაერთიანება და ჩართვა, რომლებსაც კარგად ესმით უკრაინაში მიმდინარე ომის ფასი, გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობისთვის, და თუ რამდენად გადაჯაჭვულია აღნიშნული საკითხი, მსოფლიოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროცესებთან.
ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი და საეტაპო გადაწყვეტილებაა რომელსაც მყისიერად დადებითი დინამიკის შეტანა შეუძლია უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობაში.
მრავალმხრივი და აქტიური ადვოკატირების შედეგად მაიკლ ჯონსონმა არჩია სიმართლის მხარე, მიუხედავად იმისა რომ ასეთი არჩევანი შესაძლებელია მას თანამდებობის ფასად დაუჯდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ხსენებულ პროცესში პოლიტიკურად აქტიური ორპარტიული ჯგუფების გაერთიანება და ჩართვა, რომლებსაც კარგად ესმით უკრაინაში მიმდინარე ომის ფასი, გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობისთვის
ცხადია კანონპროექტმა უნდა გაიაროს დამტკიცების პროცედურები სენატშიც, მაგრამ როგორც ჩანს არავინ ელოდება სენატში ამ დოკუმენტის დამტკიცების დაყოვნებას, ისევე როგორც პრეზიდენტ ბაიდენის მხრიდან მასზე ხელმოწერის თვალსაზრისით. ამგვარად დიდი ალბათობით უკრაინის პაკეტის ამოქმედება ამ დღეებში მოხდება, რაც გზას გაუხსნის იარაღის მიწოდებას.
კარგად უნდა გვესმოდეს რომ დასამტკიცებელი დაახლოებით 61 მილიარდიანი პაკეტი მოიცავს დაახლოებით 47 მილიარდს პირდაპირ სამხედრო დახმარებას. ეს უზარმაზარი რესურსია, რომლის ათვისებაც ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მკვეთრ გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია ამ პაკეტის ფარგლებში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების და საბრძოლო მასალების მიწოდება, აგრეთვე ჯავშნიანი ტექნიკისა. მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დახმარების ფარგლებში აშშ მიაწვდის უკრაინას შორი რადიუსის მოქმედების რაკეტებს.
დასამტკიცებელი დაახლოებით 61 მილიარდიანი პაკეტი მოიცავს დაახლოებით 47 მილიარდს პირდაპირ სამხედრო დახმარებას. ეს უზარმაზარი რესურსია, რომლის ათვისებაც ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მკვეთრ გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია ამ პაკეტის ფარგლებში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების და საბრძოლო მასალების მიწოდება, აგრეთვე ჯავშნიანი ტექნიკისა. მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დახმარების ფარგლებში აშშ მიაწვდის უკრაინას შორი რადიუსის მოქმედების რაკეტებს
გარდა ამისა ნუ დაგვავიწყდება ევროპელი მოკავშირეების მიერ მომზადებულ დახმარების შესახებ, რომელიც მოიცავს როგორც მოიერიშე თვითმფრინავებს, ისევე როგორც დამატებით ჰაერსაწინააღმდეგო აღჭურვილობას და დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებს.
ასეთი სახის იარაღის კომპლექსური მიწოდება შესაძლებელია დიდი ზეგავლენა მოახდინოს ფრონტის ხაზზე.
– მიუხედავად იმისა, რომ დახმარების ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია, სამხედრო ექსპერტების ნაწილის პროგნოზები იმაზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ბრძოლის ველზე საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება.
მხედველობაში მაქვს ის, რომ მათი უმრავლესობა ვარაუდობს, რომ იარაღის მიღების მიუხედავად უკრაინა-ს ბრძოლის ხაზზე სტატუსს-კვო შენარჩუნდება.
სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები უკრაინა-რუსეთის ბრძოლის ხაზებზე? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მაქსიმუმ, რისი გაკეთება შეიძლება შეძლოს უკრაინამ დღეისათვის არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა?
– უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები შესულია პოზიციური დაპირისპირების სტადიაში, სადაც რუსეთს ამ მომენტისთვის გააჩნია უპირატესობა, როგორც საბრძოლო საშუალებების თვალსაზრისით, ასევე საჭირო მასალებისა და ჯარის რაოდენობის თვალსაზრისითაც. ამას რა თქმა უნდა ემატება საჰაერო სივრცეში უპირატესობა, რის ხარჯზეც მოგეხსენებათ მან მოახერხა გარკვეული წინსვლა დასავლეთის მიმართულებით.
უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები შესულია პოზიციური დაპირისპირების სტადიაში, სადაც რუსეთს ამ მომენტისთვის გააჩნია უპირატესობა, როგორც საბრძოლო საშუალებების თვალსაზრისით, ასევე საჭირო მასალებისა და ჯარის რაოდენობის თვალსაზრისითაც
ასეთ ვითარებაში უკრაინისადმი გაწეული დახმარება პირველ რიგში ხელს შეუწყობს ფრონტის ხაზის დასტაბილურებას, და აგრეთვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გაძლიერებას. გარდა ამისა გარკვეული რაოდენობის საბრძოლო თვითმფრინავების მიღებით, უკრაინას შესაძლებლობა ექნება უკეთესად დაიცვას ქვეყნის საჰაერო სივრცე და ხელს შეუშლის რუსეთის ავიაციას ფრონტალურ ოპერირების განხორციელებაში.
ყოველივე ეს შექმნის წინაპირობას უკრაინის ჯარისთვის მომავალი წარმატებული ოპერაციებისთვის. მაგრამ, აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინა თავისი მხრიდან გულზე ხელდაკრეფილი არ იჯდა, და ბოლო მონაცემების მიხედვით მოახერხა გაეზარდა თავისი სამხედრო წარმოება, რომელიც 20 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს წლიური გათვლებით.
უკრაინისადმი გაწეული დახმარება პირველ რიგში ხელს შეუწყობს ფრონტის ხაზის დასტაბილურებას, და აგრეთვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გაძლიერებას. გარდა ამისა გარკვეული რაოდენობის საბრძოლო თვითმფრინავების მიღებით, უკრაინას შესაძლებლობა ექნება უკეთესად დაიცვას ქვეყნის საჰაერო სივრცე და ხელს შეუშლის რუსეთის ავიაციას ფრონტალურ ოპერირების განხორციელებაში
ეს ეხება როგორც საბრძოლო მასალების წარმოებას, ამავდროულად ეხება სხვადასხვა სახის მაღალტექნოლოგიურ იარაღს, როგორიცაა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი, საჰაერო და საზღვაო დრონები, საარტილერიო სისტემები და სხვა.
– მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელზე დარტყმები განახორციელა, ახლო აღმოსავლეთში ისედაც გართულებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა.
მას შემდეგ რაც ირანმა ისრაელზე დარტყმები განახორციელა, ს ლიდერებმა და სამხედროებმა იმავე დღეს თქვენს, რომ ისრაელი ირანს აუცილებლად უპასუხებს, მაგრამ, მოგვიანებით. ამასობაში, აშშ-მ ისრაელს დასახმარებლად 26 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. ისრაელზე ირანის თავდასხმამ რა აჩვენა?
– ცალსახაა, რომ ეს იყო პირველი პირდაპირი დარტყმა რომელიც განახორციელა ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელზე. ამ ოპერაციაში ბევრი რამ იყო უპრეცედენტო. თავისი მასშტაბითაც ხსენებული ოპერაცია უპრეცედენტო იყო. როგორც ჩანს ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა განახორციელეს დაახლოებით 300 სხვადასხვა ტიპის აერობალისტიკური იარაღის გაშვება ისრაელის მიმართულებით.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ისლამური რესპუბლიკის ასეთმა ქმედებამ ცხადყო, რომ მას გააჩნია უნარი ასეთი ფართომასშტაბიანი ოპერაციის განხორციელებისა. აქვე უნდა მივუთითოთ, რომ ასეთი მასშტაბური ოპერაციის განხორციელებით, ისლამურმა რესპუბლიკამ აჩვენა თავისი გავლენა რეგიონზე, რადგან ისრაელის წინააღმდეგ რაკეტები და დრონები გაშვებულ იქნა რეგიონის რამდენიმე ქვეყნიდან.
ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა განახორციელეს დაახლოებით 300 სხვადასხვა ტიპის აერობალისტიკური იარაღის გაშვება ისრაელის მიმართულებით… ისლამურმა რესპუბლიკამ აჩვენა თავისი გავლენა რეგიონზე, რადგან ისრაელის წინააღმდეგ რაკეტები და დრონები გაშვებულ იქნა რეგიონის რამდენიმე ქვეყნიდან
ამავდროულად, უპრეცედენტო იყო აღნიშნული დრონებისა თუ რაკეტების განადგურების პროცენტიც, რომელიც, მიმომხილველების აზრით 90% აღემატებოდა.
გარდა ამისა, რაც ძალზედ ნიშანდობლივია, ხსენებული იერიშის მოგერიებაში მონაწილეობას იღებდნენ არა მხოლოდ ისრაელის თავდაცვის ძალები, არა მედ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, სა და იორდანიის სამხედროები.
გარდა ამისა, რაც ძალზედ ნიშანდობლივია, ხსენებული იერიშის მოგერიებაში მონაწილეობას იღებდნენ არა მხოლოდ ისრაელის თავდაცვის ძალები, არა მედ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთისა და იორდანიის სამხედროები
როგორც გამოჩნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ, მოახერხა, მყისიერი რეაგირება არსებულ გამოწვევებზე და რამდენიმე ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია შეკრა, ისლამური რესპუბლიკის მასშტაბური და ძალზედ სერიოზული შეტევის მოსაგერიებლად.
ასეთი კოალიციის, დროის მოკლე მონაკვეთში შეკვრა, მით უმეტეს რეგიონში არსებულ დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მათ შორის თვით ამ კოალიციის ქვეყნებს შორის არსებულ გადაუჭრელი საკითხებით, ბევრის მეტყველია.
ამიტომ, შეგვიძლია დავასკვნათ, ისრაელის წინააღმდეგ ისლამური რესპუბლიკის მიერ განხორციელებულმა ოპერაციამ ცხადყო, რეგიონში არსებული ძალები და მათი მოკავშირეები, არ დაუშვებენ ფართომასშტაბიან რეგიონულ ომს, და ამისათვის მზად არიან ახალი კონფიგურაციის ალიანსების შესაქმნელად.
ისრაელის წინააღმდეგ ისლამური რესპუბლიკის მიერ განხორციელებულმა ოპერაციამ ცხადყო, რეგიონში არსებული ძალები და მათი მოკავშირეები, არ დაუშვებენ ფართომასშტაბიან რეგიონულ ომს, და ამისათვის მზად არიან ახალი კონფიგურაციის ალიანსების შესაქმნელად
ამავდროულად საუდის არაბეთის ასეთმა ქმედებებმა აშკარა გახადა მისი დიდხნიანი უთანხმოება ისლამურ რესპუბლიკასთან, და ცხადყო, რომ ასეთი ქმედებების მიმართ დაბალი ტოლერანტობა გააჩნია, მიუხედავად რამდენიმე წლის წინ ჩინეთის ძალისხმევით მიღწეული შეთანხმებისა.
მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი, შეიძლება დღის წესრიგში დააბრუნოს აბრაჰამის ხელშეკრულებების ინიციატივა, რომელიც ჰამასის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შედეგად შეჩერებულ იქნა.
– სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი აზერბაიჯანს იმ სოფლებს გადასცემს, რომლებიც სსრკ-ს დაშლამდე აზერბაიჯანს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაიწყო საზღვრის დემარკაციის პროცესი.
ამ მოვლენათა ფონზე დაიწყო ყარაბაღიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღზე ბაქოს იურისდიქცია სრულად აღადგინა, ისინი აქამდეც უნდა გასულიყვნენ, მაგრამ, მათი გასვლის ბაქომ ახლაა დააანონსა.
და ეს ხდება ვითარებაში, როცა რუსებს უნდოდათ ზანგეზურის კორიდორზე კონტროლი აზერბაიჯანს დაემყარებინა, მაგრამ ირან-სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანს სამხედრო ოპერაციის ჩატარება ძლიერმა მოთამაშეებმა აუკრძალეს.
რატომ ხდება ახლა ყარაბაღიდან რუსეთის ჯარების გაყვანა? სავარაუდოდ, სად წავლენ ისინი?
– ამ საკითხს მე მარტივად ვუყურებ, ყოველივე კონსპიროლოგიის გარეშე. რუსეთის ჯარებს ყარაბაღის ტერიტორიაზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, არავითარი ფუნქცია არ გააჩნია. გარდა ამისა რუსეთს აქვს დიდი მოთხოვნილება სამხედრო ძალებში სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებების თეატრს, არამედ მაგალითად რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებას.
მოგეხსენებათ, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მიხედვით უნდა აღსდგეს ლენინგრადის სამხედრო ოლქი. ამ სამხედრო ოლქის ფუნქცია უპირველეს ყოვლისა არის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ნატოს შეკავება. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ყარაბაღიდან გაყვანილი შენაერთი, ახლად აღდგენილი ლენინგრადის სამხედრო ოლქის კომპლექტაციის პროცესს შეუერთდეს.
სავსებით შესაძლებელია, რომ ყარაბაღიდან გაყვანილი შენაერთი, ახლად აღდგენილი ლენინგრადის სამხედრო ოლქის კომპლექტაციის პროცესს შეუერთდეს
რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნული წარმოადგენს ჩემ პირად ვარაუდს. მაგრამ, ასეთი ნაბიჯი განპირობებულია არა მარტო უფუნქციობით, არამედ იმ ვითარებით, რომელიც აზერბაიჯანმა შექმნა თავის ტერიტორიაზე, და ამ ტერიტორიის მისი სამხედრო ძალების მიერ კონტროლის ხარისხით, სადაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტი, პრაქტიკულად და თეორიულადაც ვერაფერს მოიმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში. მოგეხსენებათ სომხეთის ოფიციალური პირების მეშვეობით, ცნობილი გახდა, რომ სომხეთი აზერბაიჯანს გადასცემს თავუშის ოლქის ოთხ სოფელს, რადგან ეს ტერიტორია სამართლებრივად მას ეკუთვნის.
ეს უდავოდ დადებითი შეფასების ღირსია, რადგან ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა მოახერხეს და პირველად მოლაპარაკებების მაგიდასთან შეთანხმდნენ ტერიტორიული საკითხის თაობაზე. მართალია ეს სასაზღვრო ზოლის მცირე მონაკვეთს მოიცავს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სამშვიდობო ტრენდი ორ ქვეყანას შორის სადაო საკითხების გადასაწყვეტად. ასეთი მიდგომები კი თავის მხრივ ამცირებს სამხედრო დაპირისპირების ალბათობას, რაც რეგიონული სტაბილურობის ჩამოყალიბებაში დადებითად აისახება.
– თუ ისევ ისრაელის თემას დავუბრუნდებით, მას შემდეგ, რაც აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება აშშ ისრაელს 26 მილიარდი აშშ დოლარით დახმარებოდა, აქტუალური ხდება თემა სავარაუდოდ, როდის უპასუხებს ისრაელი ირანის თავდასხმას.
ირანის თავდასხმაზე ისრაელის პასუხი სავარაუდოდ, როდისაა მოსალოდნელი? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ისრაელ-ირანის დაპირისპირებამ ისედაც არასტაბილურ მსოფლიო კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს იმ შემთხვევაში, თუ ისრაელმა ირანის ბირთვული იარაღის საწარმოებზე მიიტანა იერიშები?
– საინტერესო კითხვაა. რაოდენისამე დღის წინ ისრაელმა განახორციელა შეზღუდული დარტყმა ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტზე. ამ იერიშზე ძალზედ მწირი ინფორმაცია არსებობს. როგორც ცნობილია დარტყმები განხორციელდა ისფაჰანისა და თაბრიზის მიდამოებში განლაგებულ სამხედრო ობიექტებზე. როგორც ჩანს, განადგურებულ იქნა რუსული წარმოების ს-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა.
რა არის ამ ოპერაციაში საყურადღებო? უპირველეს ყოვლისა ის, რომ ისრაელის მხარემ განახორციელა იერიში, რომელიც ძალიან შეზღუდული იყო თავისი მასშტაბებით. მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, ისრაელის მიერ გამოყენებული სარაკეტო იარაღი და მისი გაშვების წერტილი, ისევე როგორც ოპერაციაში მონაწილე სამხედრო თვითმფრინავები არ ან ვერ იქნა აღმოჩენილი ისლამური რესპუბლიკის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიერ.
ისრაელის მხარემ განახორციელა იერიში, რომელიც ძალიან შეზღუდული იყო თავისი მასშტაბებით. მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, ისრაელის მიერ გამოყენებული სარაკეტო იარაღი და მისი გაშვების წერტილი, ისევე როგორც ოპერაციაში მონაწილე სამხედრო თვითმფრინავები არ ან ვერ იქნა აღმოჩენილი ისლამური რესპუბლიკის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიერ
გარდა ამისა სამიზნეები და მათი ლოკაცია, რომელიც შერჩეულ იქნა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ პროგრამასთან. ბევრის აზრით, რომელსაც ამ შემთხვევაში მეც ვიზიარებ, ასეთი ტიპის ოპერაცია წარმოადგენს გაფრთხილების გზავნილს, სამომავლოდ არასასურველი შედეგების აცილების მიზნით. ამიტომ, შესაძლოა, სწორედ ეს იყო ისრაელის პასუხი ისლამური რესპუბლიკის თავდასხმაზე.
ასეთ შეზღუდული მასშტაბის საპასუხო ქმედებას ისრაელის მხრიდან შეიძლება ორი ახსნა მოუძებნოთ. უპირველესად ამერიკის შეერთებული შტატების და პირადად პრეზიდენტ ბაიდენის უარყოფითი პოზიცია საპასუხო ოპერაციასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, შესაძლო სამხედრო ესკალაციის აცილება ახლო აღმოსავლეთის ფეთქებად რეგიონში.
ასეთ შეზღუდული მასშტაბის საპასუხო ქმედებას ისრაელის მხრიდან შეიძლება ორი ახსნა მოუძებნოთ. უპირველესად ამერიკის შეერთებული შტატების და პირადად პრეზიდენტ ბაიდენის უარყოფითი პოზიცია საპასუხო ოპერაციასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, შესაძლო სამხედრო ესკალაციის აცილება ახლო აღმოსავლეთის ფეთქებად რეგიონში
ჩატარებული ოპერაცია ორივე მოსაზრების ჩარჩოში ჯდება, რადგან ქირურგიულ ჩარევას ჰგავს, რის შედეგადაც გზავნილმაც მიაღწია ადრესატს და ამავდროულად რეგიონული დესტაბილიზაცია და სამხედრო ესკალაციაც თავიდან იქნა აცილებული.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი