გიორგი კაჭარავა – აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია

ისრაელსა და ირანს შორის ომის დასრულების შედეგებზე, ვინ რა მოიგო და ვინ რა წააგო, ასევე ამ პროცესში სა და ჩინეთის როლზე და იმაზე, დასრულდება თუ არა საუბრები 3+3-ის ფორმატში საქართველოს მონაწილეოაბზე და რა ვითარება იქნება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, სულ რამდენიმე დღის წინ ისრაელსა და ირანს შორის ომი მიმდინარეობდა, რომელსაც პოლიტიკით დაინტერესებული საზოგადოება თვალს ლამის პირდაპირ ეთერში ადევნებდა.
დაწყებული საომარი მოქმედებების გამო მსოფლიოში ტემპერატურა იმდენად მაღლა იყო აწეული, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო მესამე ომის დაწყების წინაშე იდგა, რომელშიც ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა მაღალი ჩანდა.
ყველაფერი ისე სწრაფად და ომის გამომწვევი მთავარი მიზეზების გადაუჭრელად დასრულდა, რომ აღარც კი ვიცით, რამდენად სწორად ვიქცეოდით რომ ისრაელ-ირანის ომის შესახებ ინფორმაციების გასაგებად ღამეებს ვათენებდით.
ასეა თუ ისე, -ს პრეზიდენტმა ტრამპმა ისრაელ-ირანს შორის ომი დასრულებულად გამოაცხადა. თუმცა ზუსტად არავინ იცის ირანის ბირთვული იარაღი განადგურებულია თუ არა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ისრაელ-ირანის ომის იმ შედეგს, რა შედეგითაც იგი დასრულდა? რა მოიგო ისრაელმა და რა მოიგო ირანმა?
– ვიდრე დასმულ კითხვას კითხვას გავცემ პასუხს, აუცილებელია რამოდენიმე თანმდევი კითხვაზე ვისაუბრო, რომელიც განსაზღვრავს მოცემულ ვითარებასა და მისი ამა თუ იმ სცენარით განვითარებას.
კერძოდ, რა დონეზეა ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტები დაზიანებული, რა ზარალი მიადგა ცენტრეფუგებს და სხვა აღჭურვილობას, რომელიც გამოიყენება ურანის გამდიდრებისთვის, დარჩა თუ არა მეცნიერთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა?
ამავდროულად, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, იმის მერე რაც მოხდა იქნება თუ არა ირანსა და აშშ-ს შორის რაიმე მოლაპარაკება ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებით?
რა თქმა უნდა, აშშ-სა და ისრაელს მოცემულ ეტაპზე უდიდესი უპირატესობა გააჩნია რათა მოსთხოვონ ირანს თავისი ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის შეჩერება და გაუქმება, მაგრამ რამდენად განხორციელებადია აღნიშნული მოცემულ ვითარებაში, ჯერ კიდევ გაურკვევრელია. სა და აშშ-ს პოზიციებიდან გამომდინარე, აშკარად გამოჩნდა, რომ ეს ორი ქვეყანა ვერ და არ დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას, და ამისთვის მზად არის ყველაზე რადიკალური ზომების მისაღებად.
ისრაელისა და აშშ-ს პოზიციებიდან გამომდინარე, აშკარად გამოჩნდა, რომ ეს ორი ქვეყანა ვერ და არ დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას, და ამისთვის მზად არის ყველაზე რადიკალური ზომების მისაღებად
გარდა ამისა, გამოაშკარავდა ირანის თავდაცვის სისტემის სისუსტეები, რომელიც ტექნოლოგიური ჩამორჩენის გამო ქვეყანას დაუცველს ხდის დასავლური მაღალტექნოლოგიური იარაღის მიმართ. აგრეთვე, გამოჩნდა რამდენად ღრმა პენეტრაცია გააჩნია ისრაელს ირანში ფართომასშტაბიანი სპეციალური ოპერაციების საწარმოებლად და ზოგადად სადაზვევრო საქმიანობის თვალსაზრისით.
ომის შეწყვეტა, ამ ეტაპზე, არსებული დინამიკიდან გამომდინარე, განადგურებას გადაარჩინა ირანში არსებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტები. სავარაუდოდ ისრაელსა და აშშ-ს ინტერესების გათვალისწინებით, ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ის რომ დადებული ზავის მეშვეობით აღიკვეთა საომარი მოქმედებების რეგიონული მასშტაბით გავრცელების საშიშროება.
თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ის რასაც მხარეებმა ამ ეტაპზე მიაღწიეს ეს მხოლოდ ზავია, მყარ მშვიდობამდე ჯერ გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი.
ომის შეწყვეტა, ამ ეტაპზე, არსებული დინამიკიდან გამომდინარე, განადგურებას გადაარჩინა ირანში არსებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტები… თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ის რასაც მხარეებმა ამ ეტაპზე მიაღწიეს ეს მხოლოდ ზავია, მყარ მშვიდობამდე ჯერ გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი
– როგორც კი ისრაელ-ირანს შორის ომი დაიწყო, სთან ომში ჩართული რუსეთის პრეზიდენტი პუტინი შეეცედა ისრაელსა და ირანს შორის მოლაპარაკებებში ჩართულიყო. ტრამპმა იგი რამდენჯერმე საჯაროდ დააიგნორა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ შორის კომუნიკაცია ისრაელ-ირანის თემაზე მაინც იყო. შედეგი კი უცნობია.
სავარაუდოდ, რა როლი შეასრულა ისრაელსა და ირანს შორის ომის დასრულებაში რუსეთმა? ამ ომის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, რა ურთიერთობა ექნება ირანსა და რუსეთს შორის?
– დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დახურული არხებით რუსეთსა და აშშ-ს ხელმძღვანელებს შორის საუბარი ირანთან დაკავშირებით დიდი ალბათობით შედგა. როგორც ჩანს, პრეზიდენტ ტრამპის და ისრაელის პრემიერ მინისტრ ნეტანიაჰუს მიერ, რუსეთის საშუამავლო როლი უარყოფილ იქნა.
ამისი სავარაუდო მიზეზი მარტივია, რუსეთს აღნიშნულ სიტუაციაში არანაირი როლის თამაში არ შეეძლო, რადგან ისრაელსა და აშშ-ს ამოცანა 12-დღიანი საომარი კამპანიის იყო ირანის ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის ობიექტების განადგურება. ხსენებული ამოცანები არ ითვალისწინებდა არანაირ მოლაპარაკებებს ან კომპრომისებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ამიტომ რუსეთის ინიციატივა, რეალურად უპასუხოდ დარჩა.
ისრაელსა და აშშ-ს ამოცანა 12-დღიანი საომარი კამპანიის იყო ირანის ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის ობიექტების განადგურება. ხსენებული ამოცანები არ ითვალისწინებდა არანაირ მოლაპარაკებებს ან კომპრომისებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ამიტომ რუსეთის ინიციატივა, რეალურად უპასუხოდ დარჩა
ირანსა და რუსეთს შორის მომავალი ურთიერთობები, მათ შორის არსებულ კავშირებზე იქნება სავარაუდოდ აგებული. თუმცა, თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ირანისთვის ასეთი კავშირი დიდად გამოსადეგი არ აღმოჩნდა, რადგან რუსეთის მიერ მიწოდებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, თუ საავიაციო ტექნიკა, როგორც ჩანს ვერ უმკლავდება თანამედროვე შეიარაღებას, რომელსაც აშშ-მა და ისრაელმა გამოიყენა 12-დღიან ოპერაციაში.
– დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ ისრაელსა და ირანს შორის ომის მსვლელობისას პუტინს სურდა ისე მოქცეულიყო, რომ მისი ქცევით ტრამპი ყოფილიყო კმაყოფილი.
თუ ჩაითვლება რომ ირანის რეჟიმის კიდევ უფრო დასუსტებაში და სავარაუდოდ, ირანის რეჟიმისათვის სახის შენარჩუნებაში თავისი წვლილი აშშ-ს პრეზიდენტმა შეიტანა, გამოდის, რომ ამით კრემლიც კმაყოფილი უნდა იყოს.
სავარაუდოდ, რა გზას აირჩევს პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის საკითხში? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ტრამპმა უარი უთხრას ევროპას უკრაინისთვის იარაღის მიყიდვის საკითხში?
– ვერ გეტყვით სხვა დამკვირვებლის აზრები რამდენად ემთხვევა რეალობას, მაგრამ, ჩემი აზრით, პრეზიდენტ ტრამპმა, რუსეთის შუამავლობაზე უარის თქმით ყველაფერი ნათლად გამოაჩინა. სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, პრეზიდენტ ტრამპის მოქმედება და 12-დღიანი ომის მსვლელობისას გამოხატულმა პოზიციებმა მიგვითითეს რომ ის არ აპირებს ირანთან ურთიერთობისას სხვა, მესამე მხარის ჩართვას.
უკრაინის საკითხს რაც შეეხება, აღნიშნული დიდი ალბათობით ჰააგაში დაწყებული ნატოს სამნიტის ფარგლებში იქნება განხილული. ჩემი აზრით, ნატოს ევროპელი წევრები და კანადა მზად არიან ეტაპობრივად გაზარდონ თავიანთი სამხედრო ხარჯები რათა გაუტოლდნენ აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტს.
ნატოს ევროპელი წევრები და კანადა მზად არიან ეტაპობრივად გაზარდონ თავიანთი სამხედრო ხარჯები რათა გაუტოლდნენ აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტს
რასაკვირველია, თავდაცვის სფეროს ასეთი მზარდი დაფინანსების პირობებში, ამ თანხების დიდი ნაწილი წავა ახალი შეიარაღების სისტემების შეძენაზე. ყოველივე ეს ბუნებრივია, ნატოში არსებული ინტეგრიორებული სისტემების კვალობაზე დიდწილად ამერიკის მწარმოებლებისთვის ახალი და ფინანსურად მომგებიანი კონტრაქტების გაფორმებას ნიშნავს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ აღნიშნული განპირობებულია უპირველეს ყოვლისა ევროპულ კონტინენტზე არსებულ უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე გამწვავებასთან. მოგეხსენებათ ყოველივე ეს უპირველესად მომდინარეობს რუსეთის აგრესიიდან უკრაინის წინააღმდეგ.
ამიტომ ლოგიკურია, რომ ნაწილი ამ ახალი შეიარაღებისა გადასროლილ იქნეს უკრაინაში, როგორც ევროპაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარის მქონე ქვეყანაში, იქ არსებული ფრონტის ხაზის გასაძლიერებლად. ჩემი აზრით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას კარგად ესმის უკრაინის თავდაცვისუნარიანობის სათანადო დონეზე შენარჩუნებისა და ამაღლების მნიშვნელობა საერთო ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში.
ტრამპის ადმინისტრაციას კარგად ესმის უკრაინის თავდაცვისუნარიანობის სათანადო დონეზე შენარჩუნებისა და ამაღლების მნიშვნელობა საერთო ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში
შესაბამისად ევროპელი მოკავშირეების მხრიდან უკრაინისთვის თანამედროვე ამერიკული საბრძოლო სისტემების შესყიდვა არ უნდა იყოს პრობლემატური. მით უმეტეს, უკრაინის სამხედრო ძალების დიდი ნაწილი უკვე აღჭურვილია ამერიკული იარაღით და საკმაოდ კარგი გამოცდილება დააგროვა მისი საომარ მოქმედებებში გამოყენების თვალსაზრისით.
– ისრაელ-ირანის ომის ფონზე პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმი ჩატარდა, რომელზეც პრეზიდენტმა პუტინმა ბევრი ისეთი განცხადება გააკეთა, რომელზეც წესით, დასავლურ სამყაროს მკვეთრი რეაქცია უნდა ჰქონოდა.
ევროპელი ლიდერების ნაწილი ამ განცხადებებს კი გამოეხმაურა, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტს არა. არადა, პეტერბურგის სამიტზე პუტინმა ისეთი რამეებიც თქვა, რომლებზეც რეაქციის არ მიცემაც, კრემლის იმპერიალისტურ და ნისტურ მიზნებზე, როგორც მინიმუმ თვალის დახუჭვას ჰგავს.
მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ირანს შორის მოხდა, კვლავ აქტუალურია მტკიცებები, რომ ტრამპი ხშირად პუტინს ახმოვანებს და ცდილობს რუსეთის ჩინეთისაგან ჩამოშორებას?
– ეს შეფასებითი კატეგორიის შეკითხვაა, პასუხი რომელიც გულისხმობს სიღრმისეული ინფორმაციის ფლობას პუტინსა და ტრამპს შორის არსებულ ურთიერთობებზე. რასაკვირველია მე ასეთ ინფორმაციაზე წვდომა არ გამაჩნია და არამგონია ვინმეს ჰქონდეს.
აქედან გამომდინარე, მე ვერ გეტყვით ვინ ვის აზრებს ახმოვანებს. ცხადი კი ერთია, რუსეთის ფედერაციას და მის ხელმძღვანელობას სასიცოცხლოდ სჭირდება გარღვევა აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ცხადია, რუსეთსა და აშშ-ს შორის ამ ეტაპზე არსებული უთანხმოებები ასე ადვილად ვერ გაუმჯობესდება.
ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირებაც ამაზე თვალნათლივ მიუთითებს. ანუ არსებობს საკითხთა წრე, რომელზეც ვერც რუსეთი და ვერც აშშ ვერ შეთანხმდებიან.
საუბარი რუსეთსა და აშშ-ს პოზიციების შეჯერებაზე, საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხთა კომპლექსზე, მაგალითად ირანი, უკრაინა, ჩინეთ-ტაივანის საკითხი, ნატოს მომავალი, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, ახლო აღმოსავლეთი და ისრაელი და ა.შ. არარეალისტურად მიმაჩნია
გარდა ამისა ამ ორ ქვეყანას გააჩნია კარდინალურად განსხვავებული ხედვა მსოფლიო წესრიგის მოწყობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბევრ სტრატეგიულ სფეროში ეს ორი ქვეყანა ეკუთვნის დაპირისპირებულ ბანაკს. ამიტომ, საუბარი რუსეთსა და აშშ-ს პოზიციების შეჯერებაზე, საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხთა კომპლექსზე, მაგალითად ირანი, უკრაინა, ჩინეთ-ტაივანის საკითხი, ნატოს მომავალი, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, ახლო აღმოსავლეთი და ისრაელი და ა.შ. არარეალისტურად მიმაჩნია.
– მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში ირანის პოზიციები საგრძნობლად შესუსტებულია, მოსკოვი კვლავ გააგრძელებს საქართველოს 3+3 ფორმატში მიწვევას?
– 3+3 ბუნებაში არ არსებული ფორმატია. რეალურად არსებობს 2+3 ფორმატი, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობს. ამ შემთხვევაში დავესესხები ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, რომელმაც ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გამართულ სამხრეთ კავკასიურ პანელურ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მონაწილეობა 3+3 ფორმატში არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, მასში რუსეთის მონაწილეობის ფაქტორის გამო.
რაც შეეხება ირანს, დიახ, 12-დღიანმა სამხედრო მოქმედებებმა დაასუსტა ირანი როგორც საერთაშორისო არენაზე ისე შინაგანადაც. ამიტომ რაიმე 3+3 მსგავს ფორმატზე ლაპარაკი ზედმეტად მიმაჩნია, რადგან, როგორც უკვე ავღნიშნე, ეს უპირველეს ყოვლისა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მისი მიბმა ირანის ფაქტორთან ამ შემთხვევაში არარელევანტურია.
3+3 მსგავს ფორმატზე ლაპარაკი ზედმეტად მიმაჩნია, რადგან, იგი უპირველეს ყოვლისა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მისი მიბმა ირანის ფაქტორთან ამ შემთხვევაში არარელევანტურია
– ვნახეთ, რომ ისრაელსა და ირანს შორის ომის აქტიურ ფაზაში, მიუხედავად იმისა, რომ ისლამურმა ქვეყნებმა ისრაელის მხრიდან ირანზე თავდასხმა დაგმეს, რეგიონის არც ერთი სუნიტურ ქვეყანას შიიტური ირანის სასარგებლოდ კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს.
ისეთი პირი უჩანს, მას შემდეგ, რაც ისრაელ-ირანის ომი დასასრულისკენ წავა, რეგიონის სუნიტური ქვეყნები ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებსაც დაამყარებენ და ბევრი რამ იმ ნიშნულს დაუბრუნდება რა ისრაელ-ირანის ომის დაწყებამდე იყო.
ისრაელ-ირანის ომის დაწყების პირველ დღეებში ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ ამ ომის შედეგად მოხდებოდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის გადაფორმატირება.
ომის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ახლო აღმოსავლეთში? და რა პოზიციები ექნება რეგიონში ისრაელსა და აშშ-ს?
– რეგიონის გადაფორმატირება უკვე დაწყებულია ჩემი აზრით. ამ პროცესს ბიძგი მისცა 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებულმა ჰამასის თავდასხმამ, ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე. აღნიშნულის მერე, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოხდა მთელი წყება მოვლენებისა, რომელმაც გამოიწვია ე.წ. შიიტური თაღის ნგრევა. ამას შეეწირა დიდწილად ჰამასი და ჰესბოლა, ასადის რეჟიმი, რომლის მეშვეობით ირანი ახორციელებდა თავის პროქსი ჯგუფებთან სახმელეთო კავშირს ლიბანსა და პალესტინაში, და ეხლა უდიდესი ზარალი განიცადა თვით ირანმა.
უნდა ითქვას, რომ ისრაელი სულაც არ არის იზოლირებული რეგიონალური თვალსაზრისით. აბრაამის ხელშეკრულებების დადების შემდეგ, მას ძალზე დინამიური და მრავალმხრივი ურთიერთობები აქვს არაბული სამყაროს ბევრ ქვეყნებთან. გარდა ამისა, მას გააჩნია საკმაოდ ნორმალური ურთიერთობები საუდის არაბეთთანაც, რომელთანაც ხელშეკრულება ჯერ კიდევ არაა დადებული. რეგიონის სუნიტური ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობის პირობებში ისრაელთან მომგებიანი ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება.
რეგიონის სუნიტური ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობის პირობებში ისრაელთან მომგებიანი ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება
ამავდროულოად გავიხსენოთ პრეზიდენტ ტრამპის ბოლოდროინდელ ვიზიტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და მის მიერ ჩამოყალიბებული დღის წესრიგი, რომელიც დიდწილად ეკონომიკასა და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას და გამყარებას ითვალისწინებს.
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახლო აღმოსავცლეთის ფართო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების განეიტრალების შედეგად და მშვიდობიანი თანაცხოვრების დამყარებით, როგორც აშშ, ასევე ისრაელი და რეგიონის არაბული სახელმწიფოები აქცენტს აკეთებენ ყველასათვის მომგებიან ეკონომიკური, ბიზნესისა და ინვესტიციებზე დაყრდნობილი რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებაზე.
აღნიშნული სავსებით შესაძლებელია, რადგან რეგიონს გააჩნია გლობალური მნიშვნელობის მინერალური რესურსები, უზარმაზარი კაპიტალი და მასთან დაკავშირებული ფინანსური ინსტიტუტები, ინოვაციური ტექნოლოგიები, და ინტელექტუალური პოტენციალი.
– ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი “სამუშაო ვიზიტით” იმყოფება სირიაში. დე ფაქტო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მას თან ახლავს მოადგილე ირაკლი ტუჟბა.
იმავე ინფორმაციით, „საზღვარზე მინისტრს დახვდნენ სირიაში აფხაზეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუჰამედ ალი, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტისა და ევროპის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების მინისტრთან ასად ჰასან ალ-შაიბანისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან“.
„ქართული ოცნების“ ლიდერების, სა და ნიკოლოზ სამხარაძის თურქეთში ვიზიტისას, საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარეს სთხოვა შუამდგომლობა სირიასთან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით.
ოფიციალური დამასკის პოზიცია ამ საკითხზე ცნობილი არაა.
ალბათ აჯობებდა საქართველოს ხელისუფლება თავად გასულიყო კავშირზე სირიის ახალ ხელისუფლებასთან. სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს სოხუმის ხელისუფლების ვიზიტი დამასკოში?
– სოხუმის სეპარატისტული ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტი სირიაში შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს, არ მოხდეს ასადის რეჟიმის მიერ მათი აღიარების გაწვევა და სირიაში დღეს არსებულ ხელისუფლებასთან კონტაქტების დამყარება. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, საყურადღებოა და სათანადო უწყებების და სამსახურების ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
სირიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებისა დამყარებას საფუძვლად შეიძლება დაედოს საქართველოსა და სირიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამოწვევის სანაცვლოდ, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს ქვეყნებს შორის სხვა სფეროებში თანამშრომლობის შეთავაზება საქართველოს მხრიდან, რისი პოტენციალიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად გააჩნია
ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია არაღიარების პოლიტიკის გატარება. ამიტომ ვფიქრობ, ამ ამოცანის შესასრულებლად ზოგჯერ თამამი პოლიტიკური ნაბიჯებიც კი არის გადასადგმელი, მით უმეტეს როცა ეს ეხება სირიას, სადაც გასული წლის სექტემბერში შეიცვალა ვითარება და გაჩნდა შესაძლებლობა სირიის ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობების დამყარება.
სირიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებისა დამყარებას საფუძვლად შეიძლება დაედოს საქართველოსა და სირიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამოწვევის სანაცვლოდ, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს ქვეყნებს შორის სხვა სფეროებში თანამშრომლობის შეთავაზება საქართველოს მხრიდან, რისი პოტენციალიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად გააჩნია.
ჩემი აზრით, რაც უფრო მყისიერად მოხერხდება ამ მიმართულებით სათანადო ნაბიჯების გადაიდგმა, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის და მისი საერთაშორისო, თუ რეგიონალური პოზიციონირებისთვის.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი