გიორგი კაპანაძე – ნიკა მელია მოჯადოებული წრიდან, რომელშიც თავად ჩაიგდო თავი, ვერ გამოვიდა – თავისი ბრაზის ტყვე გახდა

ნიკა მელია მოჯადოებული წრიდან, რომელშიც თავად ჩაიგდო თავისი თავი, ვერ გამოვიდა – თავისი ბრაზის ტყვე გახდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
გიორგი კაპანაძის თქმით, ერთმანეთთან ბრძოლის ნაცვლად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უნდა გაერთიანდნენ და „რუსულ ოცნებას“ ერთად უნდა ებრძოლონ.
„საქართველო არის გადასარჩენი და რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომ დავამარცხოთ „რუსული ოცნება“, რომ შევცვალოთ ეს ხელისუფლება, ერთმანეთს კი არ უნდა ვებრძოლოთ. ერთად უნდა დავდგეთ, ხელი უნდა ჩავკიდოთ და ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ. როცა შენ ფოკუსი არეული გაქვს და ფოკუსს მიმართავ არა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ, ამით ნამდვილად არ აკეთებ საერთო საქმეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი პარტიაა და რა თქმა უნდა, იქ შეიძლება იყოს სხვადასხვა აზრი, ეს ბუნებრივია ისევე, როგორც ამერიკის „რესპუბლიკურ პარტიაში“ არის სხვადასხვა აზრი და იქ უთანხმოება სწორედ მსგავს მანიფესტზე ხელმოწერით სრულდება, აქაც შეიძლება მსგავსი ვითარება იყოს, მაგრამ -ის „რესპუბლიკურ პარტიაში“ პარტიული გადაწყვეტილება როგორც კი მიიღება, უკვე ყველანი თანხმდებიან, რომ მოდით, ჩვენ ახლა ვიბრძოლოთ საერთო მიზნის მისაღწევად. ამ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც თავად ჩაიგდო თავისის თავი, ვერ გამოვიდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიდა ჩაატარა და ეს იყო პირველი პრეცედენტი ქართულ პოლიტიკაში, მსგავსი რაღაც რეგიონის მასშტაბით არ ჩატარებულა. რა თქმა უნდა, ეს ვიღაცამ გულთან ახლოს მიიტანა, დრამატულად აღიქვა ის შედეგები, რომელიც მოხდა და მათ შორის, ალბათ, იყო ნიკა მელიაც. ჩემი აზრით, თავისი ბრაზის ტყვე გახდა ნიკა მელია. უმჯობესია მისთვისაც და საერთო ოპოზიციური ფრონტისთვისაც, რომ ამ სიბრაზიდან გამოვიდეთ და ძალისხმევა მივმართოთ რუსული რეჟიმის შესაცვლელად“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
გიორგი კაპანაძის თქმით, ნიკა მელიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავად წასულიყო პარტიიდან.
„რაიმე სახის დრამატული გადაწყვეტილება კი არ არის მიღებული, ნიკა მელიამ ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავად წასულიყო პარტიიდან. მთელი მისი ეთერები ეთმობოდა პარტიის ლანძღვას და დაპირისპირების გაღვივებას. ამ დროს ხალხის დაკვეთა გაერთიანებაა, რეჟიმის შეცვლაა, პენსიონერებმა რომ დრაკონულ პროცენტში აიღეს სესხები, ამ სესხების განულებაა, ახალგაზრდებისთვის პერსპექტივის მიცემა, სამუშაო ადგილების გაჩენა, ემიგრანტების დაბრუნება.
ეს კონკრეტული ერთი ჯგუფი ამ თვეების განმავლობაში თავიანთ სატელევიზიო გამოსვლებს და ეთერებს იყენებდა სწორედ პარტიაზე თავდასასხმელად. ნიკა მელიამ ფაქტობრივად თავად გადაწყვიტა, რომ გასულიყო პარტიიდან და მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო