გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ფარულავა ცესკო-ს სხდომიდან გააძევა

ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა -ში მიმდინარე გააძევა სხდომიდან, სადაც საჩივრებს განიხილავენ.
ლაშა ფარულავამ ცესკო-ს წარმომადგენლებს ს გამყალბებლები უწოდა.
„ეს არ იყო კენჭისყრა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა საქართველოში. რუსული სპეცოპერაციით დემოკრატია გაუქმდა ქვეყანაში. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები გაუქმდა. ამაზე, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ბატონო გიორგი და ბატონო გიორგი ჯავახიშვილო. თქვენ ხართ მთავარი გამყალბებლები. თქვენ არჩევნები გააუქმეთ ამ ქვეყანაში. თქვენ მიიტაცეთ ეს არჩევნები! “,- აღნიშნა ფარულავამ.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, კალანდარიშვილმა ფარულავას მიმართა:„იძულებული ვიქნები გაგაძევოთ. რაც უფრო ხმამაღლა გვეტყვით შეგვაშინებთ, თუ რას აპირებთ“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა, რის შემდეგაც სხდომაზე ლაშა ფარულავას გაძევების საკითხი დააყენა, მხარდამჭერის შემდეგ კი ლაშა ფარულავას მიკროფონი გაუთიშეს და სხდომიდან გააძევეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა