გიორგი კალანდარიშვილმა რეპრესიების მანქანა საკუთარი მრჩევლის წინააღმდეგ აამოქმედა

ერთი პოსტის გამო საჯარო მოხელე, 16 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, სამსახურიდან გაუშვეს. გიორგი კალანდარიშვილმა რეპრესიების მანქანა საკუთარი მრჩევლის წინააღმდეგ აამოქმედა. ვაკო მაისურაძეს რეჟიმის მსახურმა ს თავმჯდომარემ უთხრა, რომ მისი სამსახური რეორგანიზაციას ემსხვერპლა, თუმცა, რეალურად, საჯარო მოხელეს ძალადობის საჯარო დაგმობა და ევროპული მომავლის დაცვა არ აპატიეს.

ყოფილი მრჩეველი გიორგი კალანდარიშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. ვაკო მაისურაძემ დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით უკვე მიმართა სახალხო დამცველს. საჯარო მოხელე, რომელმაც უწყებაში ორი სხვადასხვა ხელისიფლების პერიოდში იმუშავა და რიგი მიმართულებების რეფორმატორი იყო, დარმწუნებულია, რომ მის გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდა.

რეჟიმის მხილებას განაგრძობენ საჯარო მოხელეები, ვისი სამსახურიც პოლიტიკურ წმენდას ემსხვერპლა. აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გაუშვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის თანამშრომელიც. პავლე გახარიას შრომითი ხელშეკრულება ყველანაირი დასაბუთების გარეშე შეუჩერეს.