გიორგი თავდგირიძე: ებრაელებმა სახელმწიფო შექმნეს თავისთვის, თავის სამსახურში… ვერცეთი პოლიტიკოსი ვერ ძარცვავს ბიუჯეტს

“როგორ მოახერხა ებრაელმა ხალხმა ისეთი სახელმწიფოს შექმნა, რომ მიუხედავად ყოველ საღამოს, მის მიმართულებით გაშვებულ ასობით რაკეტისა, ფაქტიურად მსხვერპლი არა აქვთ? როგორ ჯობნის ნავთობით და გაზით მდიდარ ირანს? როგორ ახერხებს ს ავიაცია დაუსჯელად იფრინოს ირანის ცაზე?
პასუხი მარტივია, ებრაელებმა სახელმწიფო შექმნეს თავისთვის, თავის სამსახურში, თავისი უსაფრთხოებისათვის და განვითარებისთვის.
შექმნიდან 30 წელიწადში ისრაელი უკვე იყო ძლიერი სახელმწიფო, ნულიდან დაიწყეს და დიდებული სახელმწიფო ააშენეს.
რატომ, იმიტომ რომ:
1. ვერცეთი პოლიტიკოსი ვერ ძარცვავს ბიუჯეტს;
2. ვერცერთი ბიზნესმენი ვერ მდიდრდება ხალხის ზურგზე და თანამშრომლის კისერზე;
3. მტერს დაარქვეს მტერი და დაუნდობლები არიან მტრების მიმართ, მეგობრებს მეგობარი და ერთგული არიან ნათქვამი სიტყვის;
4. ერთი ებრაელის უსაფრთხოება არ დგას მეორის რისკზე, ან ყველა უსაფრთხოდაა ან ყველა იბრძვის ყველასთვის;
5. სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყეს ძლიერი ჯარის მშენებლობით, მებრძოლი გენერლებით და გულადი ჯარისკაცებით;
ჩვენ რა გვჭირს:
1. პოლიტიკა არის გამდიდრების საშუალება, 30 წელია ბიუჯეტი იძარცვება უკონტროლოდ;
2. ბიზნესი დგას სპეკულატურ ფასებზე, მონოპოლიაზე, ტენდერებზე და თანამშრომლების დაბალ ხელფასებზე;
3. მტერთან მეგობრობა ღალატი კი არ არის, არამედ განსხვავებული აზრია. სულელების მიერ მოყოლილი ზღაპრების გამო ძლიერი მეგობრები მტრებად შეგვიძლია ვაქციოთ;
4. დღეს 53 ახალგაზრდა უკანონოდ ზის ციხეში, მაგრამ ჩვენ წყნარად ვართ, იმიტომ რომ ისინი სხვისი შვილები არიან;
5. ჯარს ვაშენებთ ბიუჯეტის ნასუფრალით, ძარცვის შედეგად დარჩენილი თეთრებით და ჯარის სათავეში გვყავს უპრინციპო ლიდერები.
ჩვენ არ გვაქვს უფლება დიდგორობა ვიზეიმოთ და არც ვეფხის ტყაოსანი აღარ არის ჩვენი პოემა, ჩვენ კვაჭი კვაჭანტირაძის და ცისფერი მთების ხალხი ვართ,” – წერს სოციალურ ქსელში ,,ფარის” დამფუძნებელი გიორგი თავდგირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის