გიორგი ზერეკიძე: ბოკერიამ მობოდა, ივანიშვილმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენაო, სინამდვილეში, სწორედ ბოკერიამ, სააკაშვილმა და მათმა ჯალათების რეჟიმმა დააყენა საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ!

რომ არა , რომელმაც 2012 წელს ეს მანიაკები გასრისა, დღეს საერთოდ აღარ ვიარსებებდით სწორედ ამათი „გონივრული პოლიტიკის“ შედეგად, რომელიც გულისხმობდა, რომ ქვეყნის შიგნით თვითონ ანადგურებდნენ ადამიანებს, – წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, რითაც “ფედერალისტების” ლიდერის, გიგა ბოკერიას მიერ ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
ზერეკიძის თქმით, სინამდვილეში, სწორედ გიგა ბოკერიამ, მიხეილ სააკაშვილმა და მათმა რეჟიმმა დააყენა საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ.
“თამარას ჩმო ბოკერიამ მობოდა, ივანიშვილმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენაო. სინამდვილეში, სწორედ ბოკერიამ, სააკაშვილმა და მათმა ჯალათების რეჟიმმა დააყენა საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ! რომ არა , რომელმაც 2012 წელს ეს მანიაკები გასრისა, დღეს საერთოდ აღარ ვიარსებებდით სწორედ ამათი „გონივრული პოლიტიკის“ შედეგად, რომელიც გულისხმობდა რომ ქვეყნის შიგნით თვითონ ანადგურებდნენ ადამიანებს და ქვეყნის გარედან რუსეთთან გამუდმებული პროვოკაციებით განადგურებამდე მიჰყავდათ მთლიანად ქვეყანა! მითქვამს და გავიმეორებ, ესენი ყველანი უნდა გასამართლდნენ სამშობლოს ღალატის მუხლით, დაწყებული სააკაშვილით, გაგრძელებული ბოკერიათი, დამთავრებული ენაბლუ თარგამაძით,” – წერს ზერეკიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ, “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა