გიორგი ვოლსკი ხაზარაძეზე: ჯარისთვის მოწოდება დანაშაულია. სახელმწიფოს ნგრევას გამოიწვევს თუ კი ამ მოწოდების რეალიზაცია მოხდა მაგრამ გეგმას წინ უდგას ჩვენი სამხედროების განწყობა, რომელიც არის მიმართული ქვეყნის დაცვისაკენ

გიორგი ვოლსკი ხაზარაძეზე: ჯარისთვის მოწოდება დანაშაულია. სახელმწიფოს ნგრევას გამოიწვევს თუ კი ამ მოწოდების რეალიზაცია მოხდა მაგრამ გეგმას წინ უდგას ჩვენი სამხედროების განწყობა, რომელიც არის მიმართული ქვეყნის დაცვისაკენ
ჯარისთვის მოწოდება დანაშაულია, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მამუკა ხაზარაძის მოწოდებას.
მისი თქმით, ხაზარაძის მოწოდებას წინ უდგას ქართველი სამხედროების განწყობა, რომელიც ქვეყნის დაცვისკენ არის მიმართული.
„ჯარისთვის მოწოდება არ არის ხაზარაძის მოგონილი და ნოუჰაუ. ყველა მოუწოდებს ჯარსაც, პოლიციას, სამართალდამცავ სტრუქტურებს და სახელმწიფო სტრუქტურებს საბოტაჟისაკენ. რა საკვირველია, ეს სახელმწიფოს ნგრევას გამოიწვევს თუ კი ამ მოწოდების რეალიზაცია მოხდა. მაგრამ გეგმას წინ უდგას ჩვენი სამხედრო ძალების თითოეული შემადგენელი ნაწილის, სტრუქტურის და კონკრეტული ადამიანების განწყობა, რომელიც არის მიმართული ქვეყნის დაცვისაკენ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა: „მივმართავ ქართულ ჯარს, ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილონ, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ იყო მანკიერი გამოვლინებები დასავლელი პარტნიორების ქმედებებში, ამ ყველაფერს ადასტურებენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, USAID-იდან სხვადასხვა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში იმართებოდა რევოლუციური პროცესები

აბსოლუტურად არასერიოზულია განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან, ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად

ოპოზიცია გაღიზიანებულია იმ განცხადებებით, რომელსაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციიდან, რადგან ეს განცხადებები თავიდან ბოლომდე უპირისპირდება იმ ე.წ. ნარატივს, რომელსაც თავს ახვევდნენ საზოგადოებას მთელი ამ წლების განმავლობაში