გიორგი ვაშაძე ხელისუფლებაზე – მიზანმიმართულად, ჯიუტად სისულელეებს აკეთებენ, რომ ევროკავშირს დაგვაშორონ

ივანიშვილის პარტიას არ უნდა ევროკავშირი, ეს ძალიან ცალსახაა , – ასე შეაფასა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, მ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს პარლამენტისთვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების წარდგენას გეგმავს.
როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, ყველა ეს ცვლილება პირდაპირ წინააღმდეგობაშია ევროპული ინტეგრაციის გზასთან.
“ივანიშვილის პარტია ირჩევს საქართველოს ელიტისთვის, ჩვენ გვინდა ევროკავშირი იმისთვის, რომ ძლიერი ეკონომიკა იყოს საქართველოში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ეს არის ევროპული სტანდარტი. ყველა ეს ცვლილება პირდაპირ წინააღმდეგობაშია ევროპული ინტეგრაციის გზასთან. მიზანმიმართულად, ასე ჯიუტად სისულელეებს აკეთებენ, რომ ევროკავშირს დაგვაშორონ. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გამოსავალი. დღეს ყველაფრის ბერკეტი აქვს ივანიშვილის პარტიას”, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს „მშვიდობიანი”’ უწოდა – სამწუხაროდ, ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს