გიორგი ვაშაძე – ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ეკონომიკური განვითარება, ჩავაბაროთ წარსულს ის პერიოდი, როცა პენსიონერს უწევს საჭმელსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება

მთავრობის განცხადება საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, შემდგომ ოთხ წელიწადში, ფაქტობრივად, ორჯერ მეტი უნდა გადაიხადონ პენსიონერებმა საპენსიო სესხის კუთხით, ვიდრე მათ აქვთ აღებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მთავრობის საპენსიო სესხებთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მისასალმებელი არ არის, ვინაიდან პენსიონერთა რეალურ პრობლემას ვერ აგვარებს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცვლილება, რათა პენსიონერებისა და მოქალაქეების ძარცვა და გაღარიბება დასრულდეს.
„მთავრობის განცხადება საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ნიშნავს, სამწუხაროდ, რომ შემდგომ ოთხ წელიწადში, ფაქტობრივად, ორჯერ მეტი უნდა გადაიხადონ პენსიონერებმა საპენსიო სესხის კუთხით, ვიდრე მათ აქვთ აღებული. 26% კატასტროფაა ხალხო, როგორ შეიძლება ყველაზე მაღალ პროცენტს იხდიდნენ პენსიონერები ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ეკონომიკური განვითარება, ჩავაბაროთ წარსულს ის პერიოდი, როცა პენსიონერს უწევს საჭმელსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება, ეს არის ის, რაც გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, სამუშაო ადგილების შექმნა, განვითარება და წინსვლა, რომ ყოველწლიურად პენსიონერს გაეზარდოს პენსია და ეს უბედური, კაბალური პირობების საპენსიო სესხები, ერთხელ და სამუდამოდ, ჩავაბაროთ წარსულს. მძარცველები, რომლებიც პენსიონერების ხარჯზე მდიდრდებიან, უნდა ჩავაბაროთ წასრულს.
რაღაც ორ კაპიკს გადაუგდებენ პენსიონერებს, მაგრამ საბოლოოდ მათთვის არაფერი არ იცვლება, ამიტომ, მივმართავ პენსიონერებს, მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, მოვიდა ცვლილებების დრო, ხელისუფლება, რომელიც გძარცვავთ თქვენ, უნდა ჩავაბაროთ წარულს და ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, პენსია უნდა იყოს ღირსეული, არ უნდა ძარცვავდეს ის საბანკო სექტორი, რომელმაც 3 მილიარდიანი მოგება დაწერა გასულ წელს და ახლა რაღაც კაპიკები პენსიონერებს და თვითონ ბედნიერები არიან, ეს მიღწევად ვერ ჩაითვლება, კიდევ ვიმეორებ, ყველა პენსიონერს ოთხი წლის მანძილზე, ორჯერ მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე მათ აქვთ გამოტანილი სესხის სახით, ეს რა სამართალია, სად ვცხოვრობთ და ახლად გამწესებულ პრემიერ-მინისტრ ს მივმართავ, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კარგია და მისასალმებელია? ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ეს წარმატებად,“ – აღნიშნა ვაშაძემ, რომლის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – ადამიანები, რომლებსაც აქვთ დასავლური განათლება, თავს იმცირებენ, მარიონეტებად არიან ქცეული, ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ დიაგნოზია, რომ მწყობრში მიდიან უფსკრულისკენ