გიორგი ვაშაძე – საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას – ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ დგამს ნაბიჯს მის შეწყალებასთან დაკავშირებით

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ყველა კვლევით მხარს უჭერს ს გათავისუფლებას – ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ დგამს ნაბიჯს მის შეწყალებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ყველა მოცემულობაა იმისთვის, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას [მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით]“.
„საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ყველა კვლევით მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ათასობით, ათიათასობით და ასიათასობით ხელმოწერა შეგროვდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ღიად და მკაფიოდ ამბობენ, რომ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირს დემოკრატიით დავუახლოვდეთ. მგონი, ყველა მოცემულობაა იმისთვის, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ დგამს ნაბიჯს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა